ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ზურიკო დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა გახარებას მოვახერხებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის ჩასატარებლად დღეს ტალინში გაემგზავრება. ბოლო ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ სამი ქულის მოლოდინი გვაქვს პირველივე თამაშში. დიდი ხანია არ შევკრებილვართ. ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და მზად ვართ თამაშისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ გახარებას მაინც მოვახერხებთ".

ასევე დაგაინტერესებთ