კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
აუ ნუ წუწუნებ რა.გეგონება ომი გამოიარე, გზაში იყო თურმე დიდი ხანი საწყალი. და უკმაყოფილო იმიტომ ვარ მე მაგალითად რომ, ესტონეთს მითუმეტეს დასუსტებულს და ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფს 1-0 ზე მეტს უნდა უგებდეთ, თუ ჯგუფიდან გასვლაზე გაქვთ პრეტენზია. რადგან უფრო ძლიერი მეტოქეები შეგხვდებათ, მაკედონია და სომხეთი. და ესტონეთთან რაც გაისარჯეთ, საკმარისი არიქნება სხვებთან მოსაგებად! თავზე ხელის გადასმას ნუ ელოდებით ბიჭო. ყოველ 1-0 მოგებაზე. ცოტა მეტი ქენით!!!
archili
07 სექტემბერი 2020 20:18
49
ბიჭო პატივს ვცემ, კარგია რომ მოიგეს, მიხარია ძაან. მარგამ 1-0 მოგება რომ საკმარისი არაა მიზნის მისაღწევად კარგად უნდა ხვდებოდნენ ფეხბურთელები პირველ რიგში და გულშემატკივრებიც. 2-3 მოგება როცა აქვს ნაკრებს, ეგრევე გული უბრუნდება ხალხს ნაკრებისკენ და სტადიონს ავსებენ. ლიტვას 4-0 რომ მოვუგეთ, ესტონეთს 2-0 თითქმის სავსე იყო მესხი. 1-0 ზე მეტია საჭირო!! ამას ვიძახი ;) და სულაც არაა ეს შეურაცხყოფა.
archili
07 სექტემბერი 2020 23:45
4
ნიკა არ წუწუნებს.არ არის ეგეტი ტიპი.1:0 მოიგებენ თუ სხვა ანგარიშით ხო მოიგეს.ნება ინებეთ ყველამ და პატივი ვცეთ ჩვენ ბიჭებს
kote
07 სექტემბერი 2020 21:30
1
Შენ ბევრ ბოᲦმიანს ნუ უსმენ Ძმაო! ფაქტია Თავს არ იᲨურებᲗ და ის დრო Ჩაბარდა წარსულს როდესაც ნიᲭიერი და მაგარ გუნდებᲨი მოᲗამაᲨე Ჩვენი ფეხბურᲗელები ფეხებს უფრᲗხილდებოდნენ ნაკრებᲨი,ქეცბაიას გარდა,ეგ ყოველაᲗვის ჯიგრიᲗ ᲗამაᲨობდა! კლავიატურის ლომებს ნუ უსმენᲗ ნაკრების ბიᲭებო! ყველა გვიყვარხარᲗ ჯიგრიანო ქარᲗველებო! Ჩვენ ნაკრებს გაუმარჯოს!!!
ზურა
07 სექტემბერი 2020 19:51
5
კმაყოფილები ვართ. სულ ესე მოიგეთ და სულ კმაყოფილები ვიქნებით.
პირდად მე უკმაყოფილება გამოვთქვი ხვიჩამ თავის ადგილზე რომ არ ითამაშა.
დარწმუნებული ვარ უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს. სხა პრეტენზია პირველი თამაშის კვალობაზე არ არის. სრული უპრატესობა გქონდათ და ეჭვიც არ შეგვპარვია მოგებაში. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
07 სექტემბერი 2020 19:43
0
ძალიან მინდა საბა ლობჟანიძე ჩაკვეტაძე კვარაცხელია... დავითაშვილი ქიტეიშვილი ოქრიაშვილი ...ტაბიძე ხოჭოლავა კვირკველია კაკაბაძე .. ლორია. შეცვლაზე გვილია კვეკვესკირი შენგელია
Jeyjey
07 სექტემბერი 2020 19:18
8
დაიკიდე კვეკეე ,ამ ხალხს არ ესმის ფეხბურთი და მაგიტომაც არიან უკმაყოფილებიი
საქმე
07 სექტემბერი 2020 19:05
5
ვაიგულშემატკივრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ ნიკა!!!...ისინი არიან ამავდროს გაბღენძილი ვაიქართველები
სხვა ქართველების წარმატება რომ არ ახარებთ და ბოღმიანად იგესლებიან!!...
გაიოზი
07 სექტემბერი 2020 19:03
7
უკმაყოფილო? თქვენ კი არ მოიგეთ, ესტონელებმა წააგეს!
გიგა
07 სექტემბერი 2020 18:56
42
უკმაყოფილო რაა ერთი ჩვეულებრივი თამაში მოიგეთ ესტონეთის ძალიან სუსტ გუნდთან და ზეიმი უნდა მოგვეწყო ამ მოგებაზე თუ რით ხარ უკმაყოფილო თვითონ???გმირებად ჩაგვეთვალეთ ესტონეთთან მოგების გამო?ბოდიში ბატონო.
Master
07 სექტემბერი 2020 18:48
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული