კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
აქამდე არ მოგვწონდა კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს ეხლა არ მოგვწონს ცუდათ ითამაშეს და მოიგეს. არ ჯობია სულ ცუდათ ითამაშონ და მოიგონ თუნდაც სულ 1-0? ვინ მეთანხმებით?
Lova
07 სექტემბერი 2020 22:11
1
100% ხარ. უბრალოდ არსებობენ ადამიანები,რომლებიც დაბადებიდან წუწუნები და უკმაყოფილოები არიან ზოგადად ცხოვრებაზე.შეიძლება სხვაზე მეტად ულხინდეთ,მაგრამ სისხლში აქვთ წუწუნი. ესეთი ადამიანები ოპტიმისტებს და ცხოვრებით ბედნიერ ხალხს ენერგიას ართმევენ და მოტივაციას უკარგავენ.ამიტომ მოდი ცნობილი ჰოლანდიელი ვეტერანის გვარზე წადით რა წუწუნა ხალხი;-) სხვებს შეგვარგეთ, ვისაც გამარჯვება გვიხარია.
საქართველო
07 სექტემბერი 2020 22:43
1
SRUILIAD ABA RAA MTAVARIA MOIGON BICHEBMA DIDI ANGARISHEBIT LIDEREBI VEGAR IGEBEN
beqnuma
07 სექტემბერი 2020 22:17
0
ყველა გამოხმაურება
არანაირი უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, მითუმეტეს არ ვართ განებივრებულები გასვლითი თამაშებიდან 3 ქულის წამოღების :)
ასე, რომ წარმატებები მაკედონიასთან!
გული მწყდება რომ სტადიონზე ვერ ვიქნებით :(
Biankonneri
07 სექტემბერი 2020 20:22
4
კმაყოფილები ვართ. სულ ესე მოიგეთ და სულ კმაყოფილები ვიქნებით.
პირდად მე უკმაყოფილება გამოვთქვი ხვიჩამ თავის ადგილზე რომ არ ითამაშა.
დარწმუნებული ვარ უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს. სხა პრეტენზია პირველი თამაშის კვალობაზე არ არის. სრული უპრატესობა გქონდათ და ეჭვიც არ შეგვპარვია მოგებაში. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
07 სექტემბერი 2020 19:43
0
მოგება სანატრელი გვკონდა და ახლა კმაყოფილება ან უკმაყოფილება კი არა მხარსჰი უნდა დავუდგეტ ბიჯებს
vaso
07 სექტემბერი 2020 20:48
2
ვაიგულშემატკივრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ ნიკა!!!...ისინი არიან ამავდროს გაბღენძილი ვაიქართველები
სხვა ქართველების წარმატება რომ არ ახარებთ და ბოღმიანად იგესლებიან!!...
გაიოზი
07 სექტემბერი 2020 19:03
7
დაიკიდე კვეკეე ,ამ ხალხს არ ესმის ფეხბურთი და მაგიტომაც არიან უკმაყოფილებიი
საქმე
07 სექტემბერი 2020 19:05
5
ყველას კი ნუ უსმენთ ვინ რას იტყვის, ყველას პროფესორი გონია თავი, მიაწექით ევროპაზე უნდა გავიდეთ!! ხალხი თქვენს გვერდშიაა!!!!
ემიგრანტი
07 სექტემბერი 2020 23:07
0
Შენ ბევრ ბოᲦმიანს ნუ უსმენ Ძმაო! ფაქტია Თავს არ იᲨურებᲗ და ის დრო Ჩაბარდა წარსულს როდესაც ნიᲭიერი და მაგარ გუნდებᲨი მოᲗამაᲨე Ჩვენი ფეხბურᲗელები ფეხებს უფრᲗხილდებოდნენ ნაკრებᲨი,ქეცბაიას გარდა,ეგ ყოველაᲗვის ჯიგრიᲗ ᲗამაᲨობდა! კლავიატურის ლომებს ნუ უსმენᲗ ნაკრების ბიᲭებო! ყველა გვიყვარხარᲗ ჯიგრიანო ქარᲗველებო! Ჩვენ ნაკრებს გაუმარჯოს!!!
ზურა
07 სექტემბერი 2020 19:51
5
ეს ტიპი როგორც ფეხბურთელი და მოაზროვნე, ჩვეულებრივი ფილოსოფოსია... დარწმუნებული ვარ კვეკვე ფეხბურთში დარჩება... ცინცაძეს გავს გამთამაშებელს კალათბურთის ნაკრების... თჯ თამაში წაუვიდა ნებისმიერ მეტოქესთან დადგება...

საჯნტერესო კითხვა მაქვს ეს კაცი ჭადრაკს თამაშობს ნეტა?
მევარმე
08 სექტემბერი 2020 01:19
4
უკმაყოფილო რაა ერთი ჩვეულებრივი თამაში მოიგეთ ესტონეთის ძალიან სუსტ გუნდთან და ზეიმი უნდა მოგვეწყო ამ მოგებაზე თუ რით ხარ უკმაყოფილო თვითონ???გმირებად ჩაგვეთვალეთ ესტონეთთან მოგების გამო?ბოდიში ბატონო.
Master
07 სექტემბერი 2020 18:48
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული