კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
იტალიას რომ 3:0 მოვუგოთ გამოჩნდება ვიღაც ვინც იტყვის 4:0 რატომ არ მოვიგეთო,ასე რომ დაიკიდეთ,მე პირადად თანახმა ვარ რომ ყველა მატჩი 1:0 მოიგოთ )))
ბათუმის ფანი
13:49 08-09-2020
3
თამაში მოგებულია, პირველი 3 ქულა აღებულია. ხარისხი და ტაქტიკა იმ თამაშის მოსაგებად საკმარისი იყო. ვისაც სპორტის შესახებ რაიმე წარმოდგენა აქვს, უნდა იცოდეს, რომ გუნდი და სპორტსმენი ემზადება კონკრეტული შეხვედრისათვის, რომლის ხარისხს, ტაქტიკას და გადანაწილებას(ზოგჯერ შემადგენლობასაც) კავშირი არ აქვს სხვა შეხვედრებთან. მოკლედ, ჩემთვის მხოლოდ შედეგია საინტერესო. როგორ და რა ენერგიის ხარჯზე, ეგ მეასეხარისხოვანია.
ლუკა
12:12 08-09-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული