ლევან კობიაშვილმა ბელარუსთან მატჩზე ფანების დასწრების საკითხზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POSTV-სპორტი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, მას აქვს წინასწარი განწყობა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე ბელარუსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაშვებული იქნება.

"ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაყურებელთა დასწრების საკითხზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. წლების წინ როგორც იყო, როცა თავისუფლად სავსე სტადიონზე შევდიოდით, ალბათ, ასე არ იქნება. თუმცა, წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ამ შეხვედრას მაყურებელთა გარკვეული ნაწილი დაესწრება და გეტყვით, რატომ.

სექტემბერში გასამართი შეხვედრების შესახებ 1 თვით ადრე ვიცოდით,
რომ ამ მატჩებს ფანები არ დაესწრებოდნენ. თუმცა მაშინვე გაკეთდა ერთი განცხადება უნგრეთში ჩასატარებელ უეფას სუპერთასის შეხვედრის შესახებ და იმ თამაშზე უეფამ მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაუშვა.

მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება პრეცედენტი შეიძლება იყოს. თუ უეფას ეგიდით ჩატარებულმა ამ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაყურებელთა დასწრებამ პრობლემები არ გამოიწვია, შესაძლოა, გულშემატკივრები ოქტომბრის მატჩებზეც ვიხილოთ.
ამ ყველაფერს ჩემი ლოგიკით, ჩემი გადმოსახედით ასე ვხედავ. მაგრამ რეალურად არავინ ვიცით, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მსოფლიოსა და საქართველოში რა ვითარება იქნება.

თუ მოხდა ისე, რომ გულშემატკივართა გარკვეული პროცენტი დაუშვეს, ჩვენთვის უფრო რთული პროცესი დაიწყება, შერჩევის პროცედურას ვგულისხმობ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პრინციპით უნდა შევუშვათ ერთნი და მეორენი არა. რაღაც იდეა შეიძლება მქონდეს, თუმცა ამის წინასწარ თქმა არ იქნება სწორი", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ნამდვილად ქართულ ფეხბურთ მოხმარდება 2 ბილეთი მაქვს და იმ 30 ლარს დიდი სიამოვნებით მოვახმარ მარა თუ ხალხის ფული ჯიბეში უნდა ჩაიდონ მათ თვალწინ დავხევ და არ შევარჩენ მოახმარონ ბავშვების განვითარებას და დარწმუნებული ვარ 99% არ მოითხოვს, რაც შეეხება ვიღაც შეუშვან ვიღაც არა რს უფრო დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს
გიორგი
10 სექტემბერი 2020 16:19
0
რა სირცხვილია, ბილეთის საფასურის უკან აღრბა, ეგ ფული მოხმარდეს გაღატაკებულ ქართულ ფეხბურთს არ ჯობია?? ანუ რო ჩათვალოთ პატარა დახმარება თქვენც რომ გაუკეთეთ ქართულ ფეხბურთს, რომ დაგიბრუნონ ეგ თანხა მაინც ტოტალიზატორში უნდა წააგოთ და ან კიდე ლუდი უნდა დალიოო და ნახევარ საათში უნდა მოფსაა, და ამ ერთხელ პატარა დაეხმარო ქართულ ფეხბურთს არ ჯობია??? ეხლა დაიწყოთ რომ ამ ფულს კობიაშვილი და ძმანნი მისნი ჩაიდებენ ჯიბეში, კობიაშვილმა გამოაქვეყნოსვრა თანხა იქნება და ერთი პატარა მოედანი თუნდაც, გაააკეთოს სადმე , რომელიმე სოფელში გულშემატკივრის სახელით!!! / დამიბრუნეთ ბილეთი არა ის კიდე, გენაცვალე ნაკრების სიყვარულში!!!!
Vasili
09 სექტემბერი 2020 10:44
2
დიდი სიამოვნებით დავეხმარები ქართულ ფეხბურთს, თანხების განკარგვა რომ სწორად ხდებოდეს.
ლაშა
09 სექტემბერი 2020 23:43
0
და ამს ვინ რას ეკითხება,რომ??
ადამიანი
08 სექტემბერი 2020 23:27
0
ახალგაზრდული როგორ არ გვანახე, სირცხვილია ჯიგარო((
kaxi
08 სექტემბერი 2020 21:01
1
ოღონდ მოიგონ და....
კახა ქ.
08 სექტემბერი 2020 19:27
0
ჩილეს მესამე დივიზიონის საფეხბურთო გუნდი "კლუბ დეპორტივო რანკაგუა სური" "ფლეიბოის" მოდელმა დანიელა ჩავესმა შეიძინა. შენ რა გააკეთე?
ამო
08 სექტემბერი 2020 18:36
4
ამ საკითხის მოგვარება სულ მარტივად შეიძლება.გულშემატკივრები(უკაცრავად ფანები) დავყოთ სამ არათანაბარ ნაწილად.პირველი დიდი ნაწილი განვათავსოთ დინამოს სტადიონზე და ვაყურებინოთ პირველი ტაიმი. მეორე მოზრდილი ნაწილი განვათავსოთ მიშა (იმ დიდ მიშაში არ აგერიოთ)მესხის სტადიონზე და იქ მეორე ტაიმი ვითამაშოთ.თამაშის ძირითადი დრო წინასწარ განზრახვით დავამთავროდ ფრედ და დამატებითი დრო დამსახურებული ფანების წინაშე,სათადარიგო მინდორზე ვითამაშოთ და ოთხი-ხუთი ბურთის სხვაობით მივაჟიმოთ მოწინააღმდეგე.თან, რაც მთავარია,შევძლებთ და შესვენებისას ადვილად მოვახერხებთ გასახდელიდან ვაისის თავიდან მოცილებას, რაც მეორე და დამატებითი ტაიმების კარგად ჩატარების გარანტიაა.
დ.დ.
08 სექტემბერი 2020 18:15
7

ყოველი ნაკრების თამაშის დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ, გულს ვერაფერს ვუდებ, თუნდაც ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებოდეთ და შანსი არ გვქონდეს კარგი შედეგის.
წარმომიდგენია რა განწყობა და შფოთია თავად ფეხბურთლების გულებში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფორმაციის ნაკრები სტაბილურად ყველაზე მებრძოლი და მოძრავია, თუნდაც ერთი ტაიმი. რა თქმა უნდა ყოფილა უკეთსი შედეგები და ფეერელური თამაშებიც, მაგრამ მათ როგორც წესი უჯიგრო მატჩი მოყოლია. თბილისში ჩატარებული ნაკრების არც ერთ მატჩი არ გამიცდენია და ძალიან დამწყდება გული თუ მაყურებლები შეზღუდულად დაუშვეს ბელორუსთან მატჩზე და ჩემი ბილეთი გაუქმდება, მაგრამ მთავარია უფლება მოგვცენ და მაგას არ დავეძებ, არც ბილეთის ფულს მოვითხოვ უკან.
წარმატებები დღეს ბიჭებს და კაცებს:)
rati 74
08 სექტემბერი 2020 16:55
0
გენაცვალე ძმა,მაგარი კაცი ხარ!!!ზუსტად ეგერ ვარ მეც!!!
rati74-ს
08 სექტემბერი 2020 18:16
0
დამიბრუნეთ ჩემი ფული
სტალინი
08 სექტემბერი 2020 16:09
15
nacnob-megobrobit sheshveba, ra, federacia ase araa dakomplektebuli, tu...
Goga
08 სექტემბერი 2020 14:55
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული