ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლევან კობიაშვილმა ბელარუსთან მატჩზე ფანების დასწრების საკითხზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POSTV-სპორტი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, მას აქვს წინასწარი განწყობა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე ბელარუსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაშვებული იქნება.

"ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაყურებელთა დასწრების საკითხზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. წლების წინ როგორც იყო, როცა თავისუფლად სავსე სტადიონზე შევდიოდით, ალბათ, ასე არ იქნება. თუმცა, წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ამ შეხვედრას მაყურებელთა გარკვეული ნაწილი დაესწრება და გეტყვით, რატომ.

სექტემბერში გასამართი შეხვედრების შესახებ 1 თვით ადრე ვიცოდით,
რომ ამ მატჩებს ფანები არ დაესწრებოდნენ. თუმცა მაშინვე გაკეთდა ერთი განცხადება უნგრეთში ჩასატარებელ უეფას სუპერთასის შეხვედრის შესახებ და იმ თამაშზე უეფამ მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაუშვა.

მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება პრეცედენტი შეიძლება იყოს. თუ უეფას ეგიდით ჩატარებულმა ამ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაყურებელთა დასწრებამ პრობლემები არ გამოიწვია, შესაძლოა, გულშემატკივრები ოქტომბრის მატჩებზეც ვიხილოთ.
ამ ყველაფერს ჩემი ლოგიკით, ჩემი გადმოსახედით ასე ვხედავ. მაგრამ რეალურად არავინ ვიცით, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მსოფლიოსა და საქართველოში რა ვითარება იქნება.

თუ მოხდა ისე, რომ გულშემატკივართა გარკვეული პროცენტი დაუშვეს, ჩვენთვის უფრო რთული პროცესი დაიწყება, შერჩევის პროცედურას ვგულისხმობ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პრინციპით უნდა შევუშვათ ერთნი და მეორენი არა. რაღაც იდეა შეიძლება მქონდეს, თუმცა ამის წინასწარ თქმა არ იქნება სწორი", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]