საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ამასაც დავამატებ,თუ ისე მოხდა რომ მაკედონიას ფინალში ისევ გადავეყარეთ მოგების შანსი გვექნეა










































მაკედონიას თუ ფინალში გადავეყარეთ მოგების კარგი შანსი,მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება თუ ისინი თავიდანვე კაცნაკლული გამოვლენ მოედანზე,ამასთან კვარას საჯარიმოში შესვლამდე არ უნდა აართვან ბურთი,საჯარიმოში კი .... მერე ოქრი პენალტს გაიტანს და ევროზეც ვართ.





me
09 სექტემბერი 2020 17:18
1
ბარემ მეც დავამატებ, კაკაბაძე გუშინ საყრდენად თამაშობდა თუ ყველა პირველ შეტევას რატომ ამზადებდა?
Fsiuuu
09 სექტემბერი 2020 16:44
0
სამარცხვინოა დრენაჟის არ ქონა სტადიონისათვის. ხომ წარმოგიდგენიათ სიუპერთასზე ბარსა-სევილიას დღეს დილით შხაპუნა წვიმა რომ მოსულიყო რა სირცხვილი იქნებოდა? ახლა კი ყველაზე მეტად ჩვენი ნაკრები დაზარალდა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფი შეტევის იმედად ვიყავით. მგონი ცენტრ ფორვარდზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. არ გვყავს და ტყუილად ნაკლებნი გამოვდივართ, მარა ფაქტიურად 11 ვართ მოედანზე ყველა იმ თამაში როცა ცენტრ ფორვარდი გვყავს.
არასოდეს დამიწერია შემადგენლობა, ეს ვაისის პრეროგატივაა მარა რახან ბევრი ცდილობს მეც შევეცდები. ბელორუსებთან ასეთი შემადგენლობა მინდა.

მაკარიძე
კაკაბაძე. კვერკველია. გრიგალავა. ტაბიძე.
კანკავა. გვილია.
კიტეიშვილი
ჩაკვეტაძე. კვარაცხელია.
ყაზაიშვილი.
G.LA
09 სექტემბერი 2020 15:01
2
მაგრად ვხალისობ, უბნის ბირჟაზე და ინტერნეტ გვერდებზე კომენტარებში ყველაფრის მცოდნეები რომ აზრებს აფრქვევენ. მათ ხომ ვაისზე, ზიდანზე, გვარდიოლაზე, მაურინიოზე და ა.შ. უმაღლესი დონის მწვრთნელებზე მეტად ესმით ვინ სად, როდის, რა პოზიციაზე ათამაშონ. კარგით რა, უხერხულია, საკუთარ გაუთვითცნობიერებულობას საჯაროდ რომ ამჟღავნებთ. საბოლოოდ კი ის აღმოჩნდება, ტოტალიზატორში წაგებული, ხელმოცარული ადამიანების აზრებია:)!
სპორტსმენი
09 სექტემბერი 2020 14:12
11
აბა შენ გულშემატკივარი რა გგონია?ის მწვრთნელიც არის,გულშემატკივარიც,სპორტსმენიც და ხანდახან სპორტული არენაც.თავის თავს,ყველა პოზიციაზე წარმოიდგენს და ყველაფერზე აქვს თავისი აზრი.სხვანაირად ნამდვილი გულშემატკივარი ვერ იქნები.
სოსო
09 სექტემბერი 2020 19:08
0
100%
ტატო
09 სექტემბერი 2020 15:30
4
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე, მალიზე ნუ გადავტეხავთ ყველაფერს. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეძლებს განვითარებას. დღეს განმეორებით ვუყურე სრულ მატჩს და ნიკას მაგ ერთი შეცდომის გარდა სხვა არაფერი გაუფუჭებია.
ვინც გასაკრიტიკებელია ქვილითაი და მისი ძირითადში დამყენებელია. ვერც ერთი მოგებული ორთაბრძოლა, არც ერთი დარტყმა, არც ერთი დრიბლინგი და გამწვანება.
ნამდვილად არ არის ფორმაში და ეს ელემენტარულად მოძრაობაზე და სისწრაფეზე ეტყობოდა. იმედია ამ ერთ თვეში აკრიფავს ფორმას, რადგან ბელორუსთან აუცილებლად გვჭირდება მაღალი ფორვარდი მისი ან კაჭარავას სახით.
არ მომეწონა დავითაშვილი, უფროსი ასაკის ფეხბურთელებში, რომ ბავშვს შეუშვებ სათამაშოდ ისე გამოიყურებოდა, არადა მართლა ბავშვია ჯერ.
საუკეთსო სამეულს კი ჩემი აზრით ასეთი თანმიმდევრობით დავალაგებდი:
1. კანკავა- ჯაბაზე იმდენი ითქვა, რომ აღარ ვთვლი საჭიროდ რაიმე დავამატო.
2. ოქრიაშვილი- გოლი გაიტანა და პრინციპში საგოლე გადაცემაც გააკეთა შენგელიაზე, რომ გაგვმართლებოდა. მთელი თამაში მოძრაობდა და ჩემდა გასაკვირად დაღლა არ დაეტყო.
3. კვარაცხელია- პენატი მოიპოვა და რამოდენიმეჯერ კარგად გაამწვავა.მოედნის საფარი რომ უკეთესი ყოფილიყო გაცილებით პროდუქიული იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი დაკარგვა ქონდა.
rati 74
09 სექტემბერი 2020 14:02
1
კაც ნაკლულ მაკედონიასო რო წერთ კაც ნაკული საქართველო იყო მაკედონიელის გაგდებამდე აბა ქვილითაია იყო მოედანზე?
სამტრედია
09 სექტემბერი 2020 13:22
3
კაცი დაბერდა და ვერ გაარკვიეტ კვირკელიაა ტუ კვერკველია
vato
09 სექტემბერი 2020 12:56
1
იმ გუნდთან,რომელთანაც ფინალი უნდა ითამაშოს, გამოცადა ფეხბურთელები,სამი მცველით თამაში,თითქმის ყველა სქემა,რითაც შეიძლება თამაში მოუწიოთ.რა გინდათ,რას ილანძღებით?ნიკა მალიმ დებიუტანტის კვალობაზე კარგად ითამაშა(შეცდომა ყველას მოსდის).ტაბიძემ და დვალმა რომ ვერ მოასწრონ ფორმაში შესვლა,ყველაზე კარგი მაგ პოზიციაზე მაინც ეგ არის.ყველაფერი სწორად გააკეთა ვაისმა,რასაც მართლა არ მოველოდი.წარმატება 8 ოქტომბერს და მერე ფინალშიც!!!
ნუკრი
09 სექტემბერი 2020 12:52
4
იმედია არ დაბლოკავთ.ვაისმა თამაშამდე განაცხადა, რომ ყველას უნდა მარცხენა ფლანგზე თამაშიო და არცერთს მარჯვეენაზე შენგელიას გარდაო. რა მოხდა უკვე შემდგომ? მივყვეთ ქრონოლოგიურად: მარცხენა ფლანგი ჩააბარა დავითაშვილს რომელმაც დამეთანხმებით, რომ აშკარა ჩააგდო ფლანგი და მატჩი. ოქრიაშვილი რომელმაც ცენტრი დაიკავა, ხშირად როტაციას მიმართავდა ცენტრიდან მარცხნივ იწევდა ან პირიქით მარცხნიდან ცენტრში, რაც ხშირ შემთხვევებში ბურთის დაკარგვით და შეტევის ჩაშლით მთავრდებოდა. ამ დროს კი კვარაცხელია, რომელიც თავის კლუბში მარცხენა ფლანგზე იმდენად პროდუქტიულია, რომ შეიძლება ითქვას შეტევების 90% სლუცკი მასზე აწყობს, გაამწესა მარჯვენა ფრთაზე რაც სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის.ჩემი აზრით კვარაცხელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მეტი იქნებოდა თუკი დავითაშვილის ადგილს დაიკავებდა ხოლო მარჯვენა ფლანგი ჩაბარდებოდა შენგელიას, რომელიც თადარიგში დატოვა და შეცვლაზე შემოსულმა 3 სახიფათო მომენტი შექმნა. პლუს მის მიერ სტანდარტულების სახიფათო შესრულება ყველას კარგად მოგვეხსენება. ოქრიაშვილს კი თუ არ ჩავთვლით გატანილ პენალტს მიკერძოების გარეშე ვიტყვი, აშკარად ჩაუვარდა თამაში. შესაცვლელი იყო პირველი ტაიმის შემდგომ ვინაიდან ცენტრალური გამთამაშებელი თუ კი არ გყავს მოწოდების სიმაღლეზე და ჯიუტად ცდილობ სწორხაზოვნად ფონს გასვლას, გამოდის უკვე წაგებული გაქვს მეტოქესთან ტაქტიკური პოზიცია ამ კომპონენტში. მის შესაცვლელად გვილიას და ჩაკვეტაძეს თანაბარ შანსებს მივცემდი. ფორვარდი ვფიქრობ ძირითადიბწინა შეხვედრაში გოლის გამტან კაჭარავას უნდა დაეწყო სხვა თუ არაფერი პრაქტიკა ქვილითაია ზე მეტი მაინც აქვს. კვეკვესკირი კაპიტნის ფონზე საერთოდ დაკარგული იყო და დაღლაც აშკარა შესამჩნევი იყო. ნიკა მალი.ანდო ეროვნულ ნაკრებში გამოუცდელს მარცხენა ფლანგი და დატოვონ სკამზე გრუგალავა ესეც გაუგებარია თუ კი შანსებზე დავიწყებთ საუბარს, მაკარიძე რომ იმსახურებს ოფიციალურ თამაშებში შანს, მგონი მასზე მეტად არავინ იმსახურებს შანს. ეს გახლავთ ჩემი მოკრძალებული აზრი. წარმატებები ჩვენს ეროვნულს
ოპტიმისტი
09 სექტემბერი 2020 12:41
3
არ უცხოსგან ნამდვილად არ მეწყინება, იმიტომ რომ მართლა არ იცი ჩემი პროფი და არც გადაკვეთილა ჩვენი საფეხბურთო დისკუსიის გზები არასდროს. აი ახლობლისგან კი მართლა მეწყინებოდა :) ვინც მიცნობს, იცის ჩემი ფეხბურთთან და ზოგადად ქართულ სპორტთან დამოკიდებულება, უსამართლობად ჩავთვლიდი. ამას არ აქვს
ეხლა არსებითი მნიშვნელობა, უმჯობესი იქნება შენეული ახლო ხედვა რომ გააცნოზ ფართო აუდიტორიას. რა კონტრ არგუმენტებს შემოგვთავაზებდი? მე როტაციის მომხრე ვიყავი + მეტი შანსი პრაქტიკის მქონე სპორტსმენებს. გამოდის ეს ყველაფერი შორს ყოფილა ოპტიმალურობასთან.
თუ შანსია ეს შანსი დიდი ხანია ოფიციალურში ეკუთვნის
1) მაკარიძეს
უბრალოდ მარჯვენამცველია სხვა ალტერნატივა არ არის 2)კაკაბაძე 3) კვირკველია 4) ხოჭოლავა. 5) გრიგალავა, კლასი და პრაქტიკა,კლუბის თუ ეროვნულის.
6) კანკავა!!! 7) გვილია (სხვა თუ არაფერი გამარჯვებულის მეტლიტეტი პოლონეთის ჩემპიონი ბოლო თამაშების ძირითადის ფეხბურთელი
8) კვარაცხელია მარცხნივ 9) ოქრიაშვილი-ჩაკვეტაძეს შორის არჩევანი შენთვის მომინდია 10) შენგელია მარცხნივ დავაწყებინებდი( თუ არ წაუვიდოდა ლობჟანიძის სისწრაფე მეორე ტაიმში ჯოკერი იქმნებოდა გუნდისთვის ;)
11) კაჭარავა მეტი პრაქტიკის გამო.
იყო სხვა ალტერნატივა, ცენტრი კანკავა დაუშვილი. 10 იანის პოზიციაზე გვილია.
ოპტიმისტი
09 სექტემბერი 2020 22:25
0
არ გეწყინოს. თუ მაგ კომენტარით ვიმსჯელებთ, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისგან, მით უმეტეს საქართველოს ნაკრებისა და გუშინდელი მატჩისგან.
"ოპტიმისტი"-ს
09 სექტემბერი 2020 14:18
9
კაი ფეხბურთელები კი ხართ და დარწმუნებული ვარ კაი კაცებიც,მაგრამ იმისათვის რომ ევროპაზე მოხვდე ეს საკმარისი არაა...თქვეც ხვდებით ალბათ მაგას...9 კაცმა არ გათამაშათ და 10 რომ ყოფილიყვნენ, ხომ ხვდებით რა დღეში ჩაგაგდებდნენ..იმაზე კი არ მწყდება გული ეს თამაში რომ ვერ მოიგეთ,ამ გუნდთან გექნებათ სავარაუდოდ შეხვედრა და ამ თამაშით არაფერი გამოვა,თანაც ამათ უკვე კბილი მოგისინჯეს...მე წარმატებებს გისურვებთ და ოქტომბრის თამაშებში გამარჯვებას,მაგრამ იმედია თქვენც ხვდებით რომ აშკარად მოსამატებელი გაქვთ რომ ფონს გახვიდეთ
ბეგო
09 სექტემბერი 2020 12:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული