ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: კარგად ვითამაშეთ - საუკეთესო მატჩს კი კოსოვოსთან ჩავატარებთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთნ ნამატჩევს (1:1) კომენტარი ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ გააკეთა:

"ორივე გუნდმა თითო ქულა მოიპოვა. რთული მატჩი იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგი თამაში აჩვენეს, იბრძოლეს, ნახევარი საათი კაცნაკლული ვთამაშობდით. იყო ტაქტიკური დაპირისპირებაც. ორივე გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის ემზადება. ვფიქრობ, სასარგებლო შეხვედრა იყო, ფრედ დასრულდა და 1-1 ქულა ორივე ნაკრებს ჩაეწერება.

საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია. ზოგიერთმა ფეხბურთელმა შეხვედრამდე 3-4-ჯერ ივარჯიშა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ იდეალურად კოსოვოს წინააღმდეგ ვითამაშებთ.

საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერია თუ არა ჯგუფში? ამის თქმა არ
შემიძლია, ჩვენ ყველა მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემთ. ვიცი, საქართველოს გუნდი სრულ მზადყოფნაში არაა, ისევე, როგორც ჩვენ, თუმცა საქართველოს ნაკრებზე ბატონმა ვლადიმირ ვაისმა უნდა ისაუბროს".

ასევე დაგაინტერესებთ