ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
1. ვაისი ასე თუ ისე თავის საქმეს აკეთებს. მაქსიმუმს ვერ იყენებს, თუმცა სტაბილურ დონეზე ვთამაშობთ აგერ უკვე მესამე წელია. კარგი იქნება, სტანდარტებს, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევენ (და შენგელია, რატომ აწვდის გამოსვლისას კუთხურებს ყოველთვის, როდესაც მუდამ ახლა ძელს ვერ აცილებს ბურთს, უცნაურია)

2. უნდა ავღნიშნო, რომ გუშინ საკუთარმა მოედანმა ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა. კვარაცხელიას და დავითაშვილის დიდი რაოდენობით "ჩავარდნილი" ფინტები, დიდწილად მოედანზე არსებულმა "ჭაობმა" გამოიწვია, რაც თამაშის გამწვავებაში ხელს გვიშლიდა.

3. დაცვის მარცხენა ფლანგზე ექსპერიმენტები გასაგებია და მისაღებია, თუმცა რაც გამიკვირდა არის ის, რომ ლაკვეხელიანი არ გამოიძახა, რომელიც ერთადერთი მარცხენა მცველია, მალი კიდე კაკაბაძეს კონკურენტად უკეთესი იქნება, ვიდრე მარცხნივ.
გუშინდელი შეცდომის გამოც არ ღირს მისი კრიტიკა. გამოუცდელობა და სველი მოედანი ერთად ახალგაზრდა ბიჭისთვის დამღუპველი აღმოჩნდა მაგ მომენტში.

4. ცენტრალური თავდასხმელის პოზიციაზე, რომ გვიჭირს, მოცემულობაა და ალბათ ტაქტიკა უნდა გადაეწყოს ისე, რომ ეს ნაკლოვანება დაიფაროს. "ცრუ ცხრიანით" თამაში და განაპირა თავდამსხმელების ცენტრში თავისუფალ სივრცეებში შეჭრა.
ისე, როგორ არავინ გამოჩნდა, არველაძის წასვლის შემდეგ, ვისზეც დაყრდნობა შეიძლება მაგ პოზიციაზე (ერთი მჭედლიძე იყო და ისიც ტრავმებმა და უდისციპლინობამ შეჭამეს)

5. ახლა მთავარია შემდეგი თვის თამაშები და ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნა ბიჭებზე, რადგან ემოცია, თითქმის ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ თამაშობს. პლუს იმედია ფორმაში ჩადგებიან ამ ერთი თვის განმავლობაში - პირველ რიგში ჩაკვეტაძეს და კვერკველიას აქვთ მოსამატებელი. ამასთან ერთად კიტეიშვილიც ძალიან სასარგებლოა ყოველთვის და მის დაბრუნებასაც ველი.

Just Supporter
09 სექტემბერი 2020 14:13
3
ვაისმა საქართველოს ნაკრებს შანსი მისცა რომ ევროპის პირველობაზე მოვხვდეთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,ორივე თამაშსაც მოვიგებთ.გუშინ ნორმალური საფარის შემთხვევაში მოვიგებდით ამიტომ გამოიყვანა დრიბლინგიორები ზურიკო და ხვიჩა.ქართველებს ხომ ასეთი ფეხბურთი გვიყვარს.უბრალოდ მალის დაყენებაზე თვითონაც ამბობს მაგრამ სხვა ვარიანტი არც ქონდა დაცვაში.რომ მაგონდება ქეცბაიას დროინდელი ჩაკეტილი,შეშინებული ნაკრები და დღევანდელს ვადარებ აშკარად წინა ვართ.მადლობის მეტი რა გვეთქმის ვაისის მიმართ.ყველას აზრს ვერავინ გაითვალისწინებს.
სხვის ბრძოლაში ყველა ბრძენიაო.
09 სექტემბერი 2020 13:34
6
კაც ნაკლული ნაკრების პირობაზე მეტი რა გინდათ ვინმე ქვილითაიას თვლიდა მოედანზე რო იყო ?
dato
09 სექტემბერი 2020 13:24
1
მეკარეც რო დირკაა რატო არ ამბობ?
არ იყო აუღებელი დარტყმა. პირდაპირ დაურტყეს.
ნახალოვკელი
09 სექტემბერი 2020 13:04
14
დიდად ვერ ვერკვევი..მაგრან.მალიმ.დასაწყისი მშვენივრად ითამაშა.გოლიც აშკარად მაგის შეცდომა იყო.რაც შეეხება სენგელიას არაფერი სეუქმნია მას.ორივე მომენტი შეუქმნეს და მეორე აუცილებლად გასატანი გოლი იყო.ცენტრფირვარდი აშკარად არ გვყვავს.გუნდი მშვენივრად თამაშობს.
Gio
09 სექტემბერი 2020 11:34
2
ვაისი კარგი მწვრთნელია მან მოახერხა და ამ მკვდრებისგან გუნდი შეკრა. იმ მაქსიმუმს მიაღწია რისი მიღწევაც ამ პირობებში ამ შემადგენლობით შეიძლებოდა.აშკარაა რომ ამ შემადგენლობით მეტის მიღწევა შეუძლებელია,რადგან ფეხბურთელების უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ თავიანთ კლუბებში, და ვისაც აქვს ისიც ყაზახეთსა და ამ დონის ჩემპიონატებში,რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის კი არის,მაგრამ სანაკრებო დონეზე მიტი წარმატების მისაღწევად არასაკმარისია...
maxo
09 სექტემბერი 2020 11:06
5
რაც აშკარად არ მომწონს ამ ტრენერში, ზოგიერთი ფანის მსგავსად ფეხბურთელების დონეზე და არ ყოლაზე წუწუნი. თითქოს რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატის გუნდს წვრთნიდეს. ბოლოსდაბოლოს ეს არის ქვეყნის ნაკრები და კარდინალურად სხვა ამბავია! გვაქვს უამრავი მაგალითები, რომელი ერთი გაგახსენოთ, დაწყებული დიდი უნგრეთიდან, ბულგარეთი, კორეა, თურქეთი, კოსტა–რიკა,ისლანდია, აფრიკის რიგი ქვეყნები, აზიის და ა. შ. იგივე ლატვიამ, თავის დროზე ერთი–ორი ,,კვალიფიცირებული" ფეხბურთელით ითამაშა ევროპა. ჩამოთვლილმა ნაკრებებმა ჯერ ითამაშეს ჩემპიონატებზე და მერე იქცნენ ვარსკვლავებად, და არა პირიქით, როგორც ეს ტრენერი და ზოგიერთები ითხოვენ.თუ მზა ვარსკვლავი გინდა ყველა პოზიციაზე, არის მასეთი ქვეყნები,,,გრანდებს" ვეძახით და იმათმა უნდა მოგითხოვონ ტრენერად, ოღონდ ჯერ აქ, ამ პირობებში უნდა ივარგო, თუ რამე შეგიძლია.რაღაც არ მახსენდება მალის მსგავსად ბევრისთვის მიეცა შანსი.შეცდომა მოუვიდაო, შეცდომა კი არა და რომ ითხოვ ზუსტად ისეთი ,,ვარსკლავი" გვაყვდა მაგ პოზიციაზე,ერთ თამაშში საკუთარ კარში შეგვიგდო ორი გოლი. ცენტრფორვარდს რაც შეეხება, უამრავი დონის მწვრთნელი საერთოდ უარს ამბობს მაგ პოზიციაზე, მითუმეტეს შემტევებს დღეის მდგომარეობით ნაღდად არ ვუჩივით. ასე რომ მოვრჩეთ წუწუნს,ფეხბურთელებთან მარტო კომპით ურთიერთობას,... კარგი თაობა გვყავს, ავწიოთ ერთი ადგილი და დროა რაღაც შედეგი დავდოთ.
ამატაკი
09 სექტემბერი 2020 11:03
1
ვაის წადი რა თავი დაგვანებე! არანაირი ტაქტიკა ნაკებში არ ჩანს ისევ და ისევ ფეღბურთელების თვით შემოქმედებით ვართ მარტო!
საქართველო
09 სექტემბერი 2020 11:00
8
ცენტრფორვარდი არ ვიცი და დაცვის მარცხენა ფრთაზე დააყენე გრიგალა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.
fff
09 სექტემბერი 2020 10:56
0
ძალიან მიყვარს ფეხბურთი, დიდ პატივს ვცემ ჩვენს ნაკრებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა ნაკრებმა ვერცერტხელ ვერ მოიგეს ვერცერტი პრინციპული თამაში, იმედია ბელარუსთან და ფინალს მოიგებენ და გაგვახარებენ, ისე არ ეწყინოთ ბიჭებს მარა, კაც ნაკლულ გუნდს თან სახლში უნდა მოგეგოთ, ამდენი ხალხი დაგვტოვეთ გულდაცკვეტილები, იმედია ბელარუსთან და ფინალში გმოასცორებთ, ცარმატებები
romani
09 სექტემბერი 2020 10:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული