ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
მართალია, განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუ დააკვირდით, იმდენი ხანი ემზადება კაკაბაძე სანამ ჩააწოდებს მის წინ მდგომი ფეხბურთელიც და საჯარიმოში მყოფებიც ადვილად ხვდებიან რას იზამს ან სად ჩააწოდებს , და 5 დან 4 შემთხვევაში მის წინ მდგომ მეტოქეს ვერ აცილებს ბურთს..ცენტრფორვარდს რაც შეეხება მგონი მართლა ჯობია უფორვარდოდ თამაში და ამის ხარჯზე კაცის დამატება ნახევარდაცვის შემტევ ხაზში ანუ ცრუ ფორვარდით თამაში..
recondite
09 სექტემბერი 2020 14:42
2
მარტო ეგ? ზოგადად შეტევისთვის მომზადებაში ქვეყნის დრო იხარჯება - ჯერ პირველი კაცი უნდება, მერე სხვას მისცემს, ეხლა ის უკან აბრუნებს, მერე სხვა გზა არ რჩება და ვიღაცა ჩააწვდის და იქაც უმეტეს შემთხვევაში დაკარგულია იმიტომ, რომ არა გვყავს ტანმაღალი თავით მოთამაშეები. ან ვინმე წაიღებს ფლანგიდან, მაგრამ იმასაც 3 კაცის მოტყუება უნდა და ბოლოს კარგავს. ამ ყველაფერს სხვები სწრაფად აკეთებენ - იკარგება ბურთი და სწრაფად ჩამოდის გუნდი უკან. გასაგებია, რა დონეზე ვართ, მაგრამ უამისოდ მომენტი არ იქმნება და არც გოლი გადის, თორემ თავდადებას ვერ დავუკარგავთ, ფაქტია
????
09 სექტემბერი 2020 19:38
0
ამდენი ფეხბურთელია და ერთი თავდამსხმელი არ არსებობს საბა ლობჟანიძე ყველას ჯობია დარბის და გოლი გატანა უყვარს დანიასთან ერთადერთი მომენტი შეიქმნა და ტიპმა რა ირბინა რო გოლი გაეტანა მე დღეს ვთქვი და ეხლაც ვამბობ ქვილითაია და კაჭარავა არის 0 ოქრიაშვილი ბევრი ვეღარაფერი უკვე .. ტაბიძე ძალიან გვაკლია ქიტეიშვილი და იმედია პაპუნაშვილი მარცხენა ფლანგელი მალე მოვა მწყობრში კაკაბაძეს მგონი მალი ბევრად ჯობია გუშინ უბრალოდ პირველი თამაში რამხელა წნეხია და თან ისეთ ადგილზე ცხოვრებაში რო არ გითამაშია .. მარცხენა ფლანგელი და გოლის გამტანი გვჭირდება დანარჩენს ყველაფერი ხუთიანზეა
Jeyjey
09 სექტემბერი 2020 15:45
2
მეკარეც რო დირკაა რატო არ ამბობ?
არ იყო აუღებელი დარტყმა. პირდაპირ დაურტყეს.
ნახალოვკელი
09 სექტემბერი 2020 13:04
14
ვაისი კარგი მწვრთნელია მან მოახერხა და ამ მკვდრებისგან გუნდი შეკრა. იმ მაქსიმუმს მიაღწია რისი მიღწევაც ამ პირობებში ამ შემადგენლობით შეიძლებოდა.აშკარაა რომ ამ შემადგენლობით მეტის მიღწევა შეუძლებელია,რადგან ფეხბურთელების უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ თავიანთ კლუბებში, და ვისაც აქვს ისიც ყაზახეთსა და ამ დონის ჩემპიონატებში,რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის კი არის,მაგრამ სანაკრებო დონეზე მიტი წარმატების მისაღწევად არასაკმარისია...
maxo
09 სექტემბერი 2020 11:06
5
არასწორად დააყენა ვაისმა სასტავი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში მალის დებიუტი, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად დაყენება, დავითაშვილი არ შეცვალა და კიდევ მრავალი სხვა. თუ ათ კაციან მაკედონიას ვერ მოუგებ მაშინ ევროპაზე რა გინდა? (ჯგუფის პირველი ადგილი ჩავაბარეთ მაკედონიაას!
x.x
09 სექტემბერი 2020 10:32
0
აი კიდევ ერთი ფეხბურთის პროფესორი, რა ვერ გაიგე რომ შენნაირებმა არ უნდა გაარჩიონ იმიტომ რომ არ იციიით. გიყვარდეს და უგულშემატკივრე.
მარეკი
09 სექტემბერი 2020 01:08
2
budus dauzaxet dges chven nakrebchi vinc tavdasxmachi tamachobs ori tavit jobia kvelas, rato ar ezleva chansi budus ver vxvdebi, ise ki vpikrob ro upro sxva ramechia sakme es ro davcero mainc ar gamoakveknebt,
x
08 სექტემბერი 2020 23:17
8
ადამიანს პირველად ეძლევა შანსი ნაკრებში,რამხელა ფსიქოლოგიური მომენტია და ისაც პირველივეზე აყენებ მარცხენა მცველად,როდესაც მთელი ცხოვრება მარჯვნიდან თამაშობს და ვთქვათ რომ ძალიან კარგადაც გამოსდის საქართელოს ჩემპიონატში,მიხვდებოდით ალბათ რომ მალიზეა ლაპარაკი,რატომ უნდა გაწირო აალგაზრდა კაცი მაგისთვის დარწმუნებული ვარ ნიკაც ძაან განიცდის ამ შეცდომას,მაგრამ ნიკა აუცილებლად გადალახავს ამას და თავის პოზიციაზე როცა მოუწევს თამაში დაამტკიცებს... ბელორუსიასთან მართლა უნდა სტადიონზე დატოვონ ბიჭებმა ყველაფერი და გამარჯვებულები უნდა გამოვიდნენ...
Toko
09 სექტემბერი 2020 15:25
6
მარცხენა მცველად კი არა, ბურთის მომწოდებელადაც რომ დაგაყენონ, იმდენი ტვინი უნდა გვქონდეს, რომ თუ შენი თანაგუნდელები წინ არიან წასული, ბურთი არ დაკარგო.
რაგბის ფანი
09 სექტემბერი 2020 16:00
0
ცენტრფორვარდის პრობლემა რომ გვაქვს, შეეშვი ამ ქვილითაიას ხომ ხედავ არაფერის გამკეთებელი არ არის.
gio
09 სექტემბერი 2020 09:20
0
ადმინ ხოარ იცი თანაბარი ქულების შემთხვევაში ვინ გავა პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრები წყვეტს ვიცი მარა ამ შემთხვეაში რა მოხდება?
გიგა
08 სექტემბერი 2020 23:23
4
თუ საქართველო 2:2 ან უფრო უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდება გასვლაზე მაკედონიასთან და ქულები თანაბარი იქნება მაშინ საქართველო გავა პირველ ადგილზე. თუ 1:1 ითამაშა მაშინ ბურთების შეფარდება ვისაც უკეთესი ექნება. თუ 0:0 დასრულდება მაშინ მაკედონია გავა პირველზე!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 23:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული