ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
ამ 2 შეხვედრიდან აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდს პრობლემა აქვს მარცხენა მცველის პოზიციაზე, იქნებ ტაბიძე დადგეს ბელარუსთან. ასევე, აშკარად გამოჩნდა, რომ წინა ხაზში არ გყვავს ე.წ შემსრულებელი ფეხბურთელი. პირდაპირ ვთქვათ, არც ოქრი, არც ხვიჩა, არც ზურიკო, არც კაჭარავა გამტანი ფეხბურთელები არ არიან. ნაკრებს ძალიან გამოაფხიზლებს ვაკო და კიტეიშვილი. ასევე ვფიქრობ რომ გვილია უსამართლოდ იჩაგრება!
რომელუ
09 სექტემბერი 2020 01:11
2
ახალი დაწყებულია სეზონი ბევრი ფეხბურთელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში ქვილითაია საერთოდ უთამაშებელია წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდნენ ვინც ამ თამაშზე. ამინდმა და მოედნის საფარმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა,თუმცა მიუხედავად ყველაფრისაა ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მაკედონიას ყველაფერში ვაჯობეთ პირველ ტაიმშიც და მეორეშიც სტატისტიკურად.
გელა
08 სექტემბერი 2020 23:35
3
ვაისმა საქართველოს ნაკრებს შანსი მისცა რომ ევროპის პირველობაზე მოვხვდეთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,ორივე თამაშსაც მოვიგებთ.გუშინ ნორმალური საფარის შემთხვევაში მოვიგებდით ამიტომ გამოიყვანა დრიბლინგიორები ზურიკო და ხვიჩა.ქართველებს ხომ ასეთი ფეხბურთი გვიყვარს.უბრალოდ მალის დაყენებაზე თვითონაც ამბობს მაგრამ სხვა ვარიანტი არც ქონდა დაცვაში.რომ მაგონდება ქეცბაიას დროინდელი ჩაკეტილი,შეშინებული ნაკრები და დღევანდელს ვადარებ აშკარად წინა ვართ.მადლობის მეტი რა გვეთქმის ვაისის მიმართ.ყველას აზრს ვერავინ გაითვალისწინებს.
სხვის ბრძოლაში ყველა ბრძენიაო.
09 სექტემბერი 2020 13:34
6
შენგელიამ 15 წუთი ითამაშა და მაგარი მომენტები შექმნა.რატომ არ ათამაშებს ვერ ვიგებ.თუმცა რა ვაისი ხომ მწვრთნელი არ არის!გუნდი ვერ დააყენა და კიდევ სისულელეებს ლაპარაკობს.
ნიკო
08 სექტემბერი 2020 23:55
27
მომენტი კი არ შექმნა, შეუქმნეს ორჯერ, დაასვეს ბურთი და საგოლე შანსი გაანიავა
Superman
09 სექტემბერი 2020 04:24
3
ფეხბურთელებზეა აწი ბევრი რამე დამოკიდებული მათი შრომისუნარიანობა.იმედია ყველა მწყობრში ინება ბელორუსთან! თავდამსხმელი მართლა ძლიერ გვაკლია.ჩაკვეტაძემ უნდა მოასწროს აუცილებლად ფორმაში შესვლა
beqa
08 სექტემბერი 2020 23:13
2
უნდა ვაღიაროთ, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს გუშინ ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც. სამწუხარო ის არის, რომ მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან. კაცნაკლულ მაკედონიას 5 შემტევით ბურთს რომ ვერ გაუტან, რბილად ვიტყვი სამწუხაროა.
კოტე
09 სექტემბერი 2020 15:33
3
ვთქვი ფრეზეც ყაბულსვართქო და გაგვიმართლა რომ მეტნი დავრჩით, თორემ ბოლო 10 წუთში წავაგებდით. კანკავა საღოლ, ეგ რომ არა, არ ვიცი, გამაოცა. ხოჭო კაია და კვარა. ოქრის არაუშავს. ვაისა გაგებაში არაა საერთოდ, სასტავს ვერ აყენებს და თამაშს ვერ არჩევს. ამაზე მეტი პრინციპული თამაში რომელი ქონდა. რომ იძახის ევროპაში აღარ თამაშობენო, კი მაგრამ 11-შიაქვს თამაში სარაგოსას, პაპუნა გუნდშია და სასტავშიც იქნება, ბიჭი ფორმაშია, კიტეიშვილი, ვაკო, გვილია, საბა ლობჟანიძე, აბურჯანია, ხარაა, როგორც ვიცი არაბიძეც პორტუგალიაშია, ვარჯიშობს და 17 ეგეც ჩემპიონატს იწყებს. მერე კიდე, შენგელია თავიდან ვერ დააყენა? ხესავით რომ იდგა კვერკველია, გრიგალავა რატომ არ დააყენა, რა დროს მალი იყო, მაშინ ჯიღაუური რაღას ათამაშა? ესტონეტს ძლივს მოუგო, აქ კაცნაკლულ მაკედონიას ვერ მოუგო და სომხეთთან წააგებს. სომხებმა მაკედონიას ყველა კომპონენტში აჯობეს, ეგერაა სტატისტიკა და ნახეთ, ესტონეთს კიდე 2 გაუტანეს და ჩვენთან მთავარ კაცსაც დაიმატებენ და მოგვიგებენ კიდეც ამ მწვრთნელით და სატავით, ანუ პირველი ადგილი პროშაი. მერე, მთავარი თამაში კარსაა მომდგარი და ამგენის შეთამაშებას აპირებს. ვნახხე ბელორუსის თამაში და ძაან დალაგებულად აგორებს ბურთს, სიჩქარეც არ აკლიათ და დრიბლინგიც, აი იმენნა გულით ემზადებიან. ღმერთმა კაი ქნას, მარა რავიცი.
ვას0
09 სექტემბერი 2020 00:20
42
ამ სასტავზე მეცინება დისლაიკს რომ გიწერენ. ვაისას და კობის ფანები :)
max
09 სექტემბერი 2020 08:22
0
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავიტაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5.

ვაისი-7
ქომაგი
08 სექტემბერი 2020 23:12
11
მეც შევაფასებ რა შენი ნებართვით :) კარგი იდეაა: 10 ბალიანით: ლორია -6, კაკაბაძე-6, მალი-5, კვეკვესკირი-6, ხოჭოლავა-7, კვირკველია-6,5, კვარაცხელია-8,5, დავიტაშვილი-5,5, კანკავა-9, ოქრი-7,5, ქვილითაია-5.

ვაისი-7
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2020 23:41
3
ხოჭოლავამ კარგად ითამაშა დღეს, ერთ მომენტში გოლისგან გვიხსნა
ერიჰა
08 სექტემბერი 2020 23:38
1
კაც ნაკლული ნაკრების პირობაზე მეტი რა გინდათ ვინმე ქვილითაიას თვლიდა მოედანზე რო იყო ?
dato
09 სექტემბერი 2020 13:24
1
შესაცვლელია ეს კაცი აშკარად უჭირს სწორად შემადგენლობის დაყენება და მოსაგებ და პრინციპულ თამაშებს ვერ იგებს მე არ მახსენდება ამდენი წელია ,რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებს პრინციპული თამაში მოეგო 2 შესარჩევი ციკლი იყო მწვრთნელი და სულ ორი მოგება ორივე გიბრალტართან ამით ყველაფერი ნათქვამია და ამხანაგურები თამაშების მოგების გამო თუ ტოვებენ ამდენი წელია უკვე ეგ არ ვიცი ის ერთალიგის ჯგუფის მოგებაც ინდივიდუალური თამაშით მოხდა და არაა გუნდურად.
გიო
08 სექტემბერი 2020 23:22
29
რა ორი მოგება და ორივე გიბრალტართანო. წინა ჯგუფში ლატვიას და ყაზახეთს მოუგო ორივე და სამი დღის წინ ესტონეთს. ჩვენი დონის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში ასწავლა ბიჭებს. იდეალური მწვრთნელი არ არის მაგრამ სულ არაფერი დაუნახო ეგეც არ შეიძლება
შენ რომელ ტეკევიზორში უყურებ ხოლმე?
08 სექტემბერი 2020 23:40
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული