ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
10 ნომრიანი მაისური VIP ბარათია და შენ რომ მიოთხოვ, მაშინ შეგცვლიან, თუ რამეს ვერ ვხვდები??? ორივე თამაში??? რატო
genius1113
08 სექტემბერი 2020 23:36
5
მალის დაყენება უდავოდ შეცდომა იყო და კარგია ვაისმა ეს აღიარა და პირდაპირ თქვა. თუმცა, მარტო მალის ვერ დავაბრალებთ 2 ქულის დაკარგვას, აქ ვაისმა აშკარად გადაამლაშა. გაუგებარია ჩაკვეტაძეზეც-ბალერინაა რომ ორი თამაში ზედიზედ ვერ ითამაშო? რა სჭირს? ტრამვა თუ არ იკვებება ნორმალურად? გაუგებარია ზედმეტი პიეტეტი ოქრუაშვილისადმი რომელიც არაფერს ღირებუსლ არ აკეთებს... მოკლედ შეცდომები არის და ბელარუსთან ფორტუნას დახმარებაც დაგვჭირდება ვატყობ...
პიპა
10 სექტემბერი 2020 10:04
1
ადრა უჩა იყო შეუცვლელი ახლა ოთარაა რა გახდა ეს მარჯვენა ფლანგი ასეთი
კოტე კოტე
09 სექტემბერი 2020 19:07
0
მალი ახალგაზრდა მოთამაშეა. მე პირადად ძალიანაც მომეწონა. სწრაფია. მოძრავი.
შედეგი არის ის რომ ვასისმა ვერ შექმნა გუნდაი. არანაირი კომბინაცია და ტაქტიკა.
როცა ფლანგის მცვწლი ცდება ან შეტევაში მიდის მას უნდა აზღვევდეს ცენტრალური მცველი ასე ხდება ყველგან
max
09 სექტემბერი 2020 08:17
1
კაჭარავა ზანტია.მაგას ჯობდა გვილა გამოეყვანა.ეგეთი შანსი 1000 პროცენტიანი არცერთ ვარიანტში არ უნდა გაგვეშვა ხრლიდან.ბელარუს თუ მოვიგეთ დამეკედონიასთან მოგვიწია ჯახი მოგება გავიჭირდება.კრაიზე ნავალოვსკიც მაგრა ამწვავებს ეგეც არ იქნებოდა ურიგო.
goga
09 სექტემბერი 2020 19:16
0
დაცვის მარცხენა ფლანგზე ქიმაძეზე უკეთესო არ მეგულება საქართველოში, რატომ არ იძახებს, ვერ ვხვდები (სათადარიგოდ მაინც). თავდამსხმელად კიდე, თუ გამოვიდა, კარგი იქნებოდა რუსეთში მოთამაშე მელქაძის გამოძახება, სწრაფი და შემსრულებელი ფორვარდია. ბელგიაში მოთამაშე მიქაუტაძეც საინტერესოა ნამეტანი.
ლაშა
09 სექტემბერი 2020 10:35
1
vaisi aris mshishara mwvrtneli
rac at unda sust gunds etamasheboded mudam meore nomrit atamashebs gunds. axali kargi mwvrtneli unda nakrebs.
lapsha068
09 სექტემბერი 2020 09:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული