ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
ხანდახან მგონია რომ მეგრელები გალის პლანს უჩითავენ ვაისს
მევარმე
08 სექტემბერი 2020 23:59
22
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას კლასი აკლია ან საერთოდ არ აქვს.რატომ ჯობია ჯაბა ამ ასაკშიც სხვებს ყველას? ერთი ყველასგან " შეუმჩნეველი" საკითხია..ჯაბა არის პროფესიონალი,რომ შეხედავ ნავარჯიშევი და სპორტსმენის აღნაგობით, სხვებს შეხედეთ, წელში და მხრებში მოხრილები, არანაირი სპორტული აღნაგობა, წვერგაუპარსავი თითქმის ყველა(გაუპარსავი და არა მოვლილი წვერით) ,ფიზიკა ნოლი, გამძლეობა ნოლი,მოძრაობებშიც ეტყობათ,პასის გაკეთებაშიც, რომ მყარად ვერ დგანან ფეხზე.მარტო ბურთის გორება არაა ფეხბურთი და სპორტსმენობა, დამატებითი ვარჯიშია და სპორტსმენის რეჟიმით ცხოვრება...
recondite
08 სექტემბერი 2020 23:59
3
გარინჩა კოჭლი იყო, ბეთჰოვენი დაყრუვდა და ორივეს მაინც გამოსდიოდა რაღაცა
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 20:08
0
gamouzdel mals da davitashvils ando marzxena flangi,rodesaz kvarazxelias ver achereben marzxnidan,igive prodiuktiulia marzxena flangze chankvetazez, tanaz romz ar gamozvala davitashvili))) am tamashis ar mogeba sheizleboda(((
fexburtis experti
08 სექტემბერი 2020 23:56
6
შენგელიამ 15 წუთი ითამაშა და მაგარი მომენტები შექმნა.რატომ არ ათამაშებს ვერ ვიგებ.თუმცა რა ვაისი ხომ მწვრთნელი არ არის!გუნდი ვერ დააყენა და კიდევ სისულელეებს ლაპარაკობს.
ნიკო
08 სექტემბერი 2020 23:55
27
მომენტი კი არ შექმნა, შეუქმნეს ორჯერ, დაასვეს ბურთი და საგოლე შანსი გაანიავა
Superman
09 სექტემბერი 2020 04:24
3
ვაისმა 75 წუთიდან ყველა შეუშვა ვისაც გოლის გატანა შეეძლო მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ ეგაა როცა მოედნის საფარი არ ვარგა უთამაშებელი ფეხბურთელები რო არიან ნაკრებში და სამწუხაროდ კლასის ნაკლებობა რომ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს ის 37 წლის მაკედონელი მთელი კარიერა სერია ა ში თამაშობს და ყველა ჩვენს შემტევზე მაღალი კლასი აქვს დაიჭირა თავისი მომენტი და გატანინა თანაგუნდელს.
ზურა
08 სექტემბერი 2020 23:39
2
ბატონო ვაის, გამბედაობას გიფასებთ, ბოლოში განსაკუთრებით. მოგებაზე თამაში და ვაბანკზე გადასვლა ნაკრების თვითრწმენისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის ყოჩაღ. მაგრამ შეცვლები იყო საშინელი ისევ. დავითაშვილის ძირითადში დაყენება არ შეიძლებოდა, ამაზე წინასწარაც ვწერდი. ახალგაზრდაა ჯერ და ადრეა მაგისთვის. ოქრიაშვილი სწორად დააყენეთ ამჯერად, ამაზეც ვწერდი და გამოჩნდა კიდეც რა შეუძლია, ამაშიც პლიუსი. არც მალის შეცდომაზე დავწერ, ნიჭიერი ბიჭია და მხარდაჭერა უნდა, გიფასებთ მის ძირითადში დაყენებას, მაგ რისკსაც შეცდომის მიუხედავად. უბრალოდ სრულიად გაუგებარი იყო შენგელიას შემოსვლა და კაჭარავასი ბოლოს. შენგელიასი განსაკუთრებით. ეს ხომ საცდელი პოლიგონი არაა, ყოველ მატჩში ახალი ფეხბურთელი შემოიყვანოთ. ყოფილიყო ლობჟანიძე, ხომ კარგად ითამაშა ესტონელებთან? ან გვილია შემოგეშვათ , ძალიან ლოგიკური იყო მისი გამოჩენა და რაც მთავარია დავითაშვილის ნაცვლად. ანუ შენგელიას უნდა ჩაეწოდებინა და კაჭარავას გაეტანა? მარა ხომ კაცნაკლულები იყვნენ და რიცხვობრივ უპირატესობას ჩაწოდებაზე რატომ ვაფუჭებდით? ისეა თუ ასეა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მე ეს თამაში უფრო მომეწონა ვიდრე ესტონეთთან. საბოლოო ჯამში ყოჩაღ ნაკრებს. მაკედონია კარგი გუნდია და ძლივს გამოჩნდა რა შეგვიძლია რეალურად. და ბევრი შეგვიძლია აშკარად, მთავარია ყველა ფორმაში შევიდეს და ჩაკვეტაძე დაბრუნდეს ნელ-ნელა. კიტეიშვილის მერე ათამაშდება ნაკრები. კანკავას მადლობა! კვარაცხელია სუპერ :) მადლობა ხვიჩა! ოქრისაც დიდი მადლობა! სხვათაშორის ლორია ხომ უსაქმურად იდგა, მაგრამ მომწონს , სიმშვიდე მოაქვს უკან. ერთხელ ხოჭოლავამაც გადაგვარჩინა. წინ ბელორუსისკენ მეგობრებო და მიუხედავად იმისა, რომ კარგი გუნდი დააყენეთ შეცვლების მწვრთნელი მეგობარი არ გაწყენდათ :) წარმატებები
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2020 23:36
10
ახლა წინასწარ თუ წერდი კი უნდა გაეთვალისწინებინა თქვენნაირი პროფესიონალის აზრი
Semi
09 სექტემბერი 2020 00:30
8
10 ნომრიანი მაისური VIP ბარათია და შენ რომ მიოთხოვ, მაშინ შეგცვლიან, თუ რამეს ვერ ვხვდები??? ორივე თამაში??? რატო
genius1113
08 სექტემბერი 2020 23:36
5
ახალი დაწყებულია სეზონი ბევრი ფეხბურთელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში ქვილითაია საერთოდ უთამაშებელია წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდნენ ვინც ამ თამაშზე. ამინდმა და მოედნის საფარმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა,თუმცა მიუხედავად ყველაფრისაა ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მაკედონიას ყველაფერში ვაჯობეთ პირველ ტაიმშიც და მეორეშიც სტატისტიკურად.
გელა
08 სექტემბერი 2020 23:35
3
წვიმამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ცრუმოძრაობა სველ მინდორზე ძნელდება და ამაში გვქონდა უპირატესობა, რაც წვიმამ არ გამოგვაყენებინა. ისე ტოტალური ფეხბურთი თუ არ ითამაშეს შედეგი არ იქნება
akaki
08 სექტემბერი 2020 23:33
0
არადა ფეხბურთი რომ გესმოდეთ ვაისი ცუდი მწვრთელიაო ვერცერთი ვერ იტყოდით. ჩვენ რომ პანდევისნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობასაც მოითხოვდით, და ეხლა ნაკრების 80 პროცენტი თავის კლუბში ორ მატჩს ზედიზედ ვერ თამაშობს.თან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი რუბინში თამაშობს და კიდე ვასის ბრალი ყოფილა ყველაფერი.
Semi
08 სექტემბერი 2020 23:33
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული