ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
ბატონო ვაის დაგვანებეთ თავი. გვილია და აბურჯანია რატომ არ ათამაშეთ? კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა დაღლილები ვართ მე და კანკავაო(ორივეს მადლობა თავდადებული თამაშისთვის). ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ საწვრთნელო შტაბი და ფედერაცია ფსკერი ხართ. ერთი თეთრიც არ გეკუთვნით.
ვლადიმერს
08 სექტემბერი 2020 23:31
25
კაცი რომელმაც 2 ციკლის მანძილზე მხოლოდ გიბრალტარს მოუგო ის რატომ უნდა დატოვო ნაკრებში
ზაზა
08 სექტემბერი 2020 23:24
51
ადმინ ესეთ კომენტარებს რატო არ ბლოკავ? ადამიანს 14 თამაში აქ მოგებული და ზედიზედ რამდენი და ეგეთი კომენტარი არის ცილისწამება
შოთა
09 სექტემბერი 2020 14:08
1
ბოლო 20 მატჩს გადახედე გეხვეწები ნაკრების და კომენტარები მერე დაწერე უვიცი რომ არ გამოჩნდე.
Semi
08 სექტემბერი 2020 23:34
7
ადმინ ხოარ იცი თანაბარი ქულების შემთხვევაში ვინ გავა პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრები წყვეტს ვიცი მარა ამ შემთხვეაში რა მოხდება?
გიგა
08 სექტემბერი 2020 23:23
4
თუ საქართველო 2:2 ან უფრო უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდება გასვლაზე მაკედონიასთან და ქულები თანაბარი იქნება მაშინ საქართველო გავა პირველ ადგილზე. თუ 1:1 ითამაშა მაშინ ბურთების შეფარდება ვისაც უკეთესი ექნება. თუ 0:0 დასრულდება მაშინ მაკედონია გავა პირველზე!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 23:41
3
შესაცვლელია ეს კაცი აშკარად უჭირს სწორად შემადგენლობის დაყენება და მოსაგებ და პრინციპულ თამაშებს ვერ იგებს მე არ მახსენდება ამდენი წელია ,რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებს პრინციპული თამაში მოეგო 2 შესარჩევი ციკლი იყო მწვრთნელი და სულ ორი მოგება ორივე გიბრალტართან ამით ყველაფერი ნათქვამია და ამხანაგურები თამაშების მოგების გამო თუ ტოვებენ ამდენი წელია უკვე ეგ არ ვიცი ის ერთალიგის ჯგუფის მოგებაც ინდივიდუალური თამაშით მოხდა და არაა გუნდურად.
გიო
08 სექტემბერი 2020 23:22
29
რა ორი მოგება და ორივე გიბრალტართანო. წინა ჯგუფში ლატვიას და ყაზახეთს მოუგო ორივე და სამი დღის წინ ესტონეთს. ჩვენი დონის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში ასწავლა ბიჭებს. იდეალური მწვრთნელი არ არის მაგრამ სულ არაფერი დაუნახო ეგეც არ შეიძლება
შენ რომელ ტეკევიზორში უყურებ ხოლმე?
08 სექტემბერი 2020 23:40
6
budus dauzaxet dges chven nakrebchi vinc tavdasxmachi tamachobs ori tavit jobia kvelas, rato ar ezleva chansi budus ver vxvdebi, ise ki vpikrob ro upro sxva ramechia sakme es ro davcero mainc ar gamoakveknebt,
x
08 სექტემბერი 2020 23:17
8
ფეხბურთელებზეა აწი ბევრი რამე დამოკიდებული მათი შრომისუნარიანობა.იმედია ყველა მწყობრში ინება ბელორუსთან! თავდამსხმელი მართლა ძლიერ გვაკლია.ჩაკვეტაძემ უნდა მოასწროს აუცილებლად ფორმაში შესვლა
beqa
08 სექტემბერი 2020 23:13
2
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავიტაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5.

ვაისი-7
ქომაგი
08 სექტემბერი 2020 23:12
11
მეც შევაფასებ რა შენი ნებართვით :) კარგი იდეაა: 10 ბალიანით: ლორია -6, კაკაბაძე-6, მალი-5, კვეკვესკირი-6, ხოჭოლავა-7, კვირკველია-6,5, კვარაცხელია-8,5, დავიტაშვილი-5,5, კანკავა-9, ოქრი-7,5, ქვილითაია-5.

ვაისი-7
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2020 23:41
3
ხოჭოლავამ კარგად ითამაშა დღეს, ერთ მომენტში გოლისგან გვიხსნა
ერიჰა
08 სექტემბერი 2020 23:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული