ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
დაცვის მარცხენა ფლანგზე ქიმაძეზე უკეთესო არ მეგულება საქართველოში, რატომ არ იძახებს, ვერ ვხვდები (სათადარიგოდ მაინც). თავდამსხმელად კიდე, თუ გამოვიდა, კარგი იქნებოდა რუსეთში მოთამაშე მელქაძის გამოძახება, სწრაფი და შემსრულებელი ფორვარდია. ბელგიაში მოთამაშე მიქაუტაძეც საინტერესოა ნამეტანი.
ლაშა
09 სექტემბერი 2020 10:35
1
არასწორად დააყენა ვაისმა სასტავი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში მალის დებიუტი, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად დაყენება, დავითაშვილი არ შეცვალა და კიდევ მრავალი სხვა. თუ ათ კაციან მაკედონიას ვერ მოუგებ მაშინ ევროპაზე რა გინდა? (ჯგუფის პირველი ადგილი ჩავაბარეთ მაკედონიაას!
x.x
09 სექტემბერი 2020 10:32
0
გვილია არის ჩემი აზრით,შედარებით გამტანი ფეხბურთელი.გადაავლეთ წინა სეზონს თვალი და ნახვათ,ჩვენი ლეგიონერებიდან ყველაზე მეტი გოლი და პასი სწორედ გვილიას აქვს გატანილი! ასევე არის კიტეიშვილიც! ეს ორი კაცი აუცილებელია ძირითადში ბელარუსთან ოქტომბერში!ოქრი გოლეადორი არასდროს ყოფილა,ასევეა ქვილითაია და კაჭარავა! ხოლო ეს ახალგაზრდები კი ჯერ დასაღვინებელი არიან: კვარა,დავითაშვილი და ჩაკვეტაძე! ჩვენ დღეს გვიჭირს გოლების გატანა,თორემ ფინტაობაში ვერავინ ვერ გვჯობნის!
გაბო
09 სექტემბერი 2020 10:03
2
კაი რო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გვყავს და ბელარუსთან რამდენად გამოუვათ თამაში იმ შედეგს მივიღებთ
შოკირებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2020 09:47
0
ცენტრფორვარდის პრობლემა რომ გვაქვს, შეეშვი ამ ქვილითაიას ხომ ხედავ არაფერის გამკეთებელი არ არის.
gio
09 სექტემბერი 2020 09:20
0
vaisi aris mshishara mwvrtneli
rac at unda sust gunds etamasheboded mudam meore nomrit atamashebs gunds. axali kargi mwvrtneli unda nakrebs.
lapsha068
09 სექტემბერი 2020 09:00
0
გაზონი ვერ გაუკეთებიათ და მწვრთნელისთვის გაიმეტებენ ფულს? ყველანაირი ფეხბურთელი გვყავს ჩვენ, და საბედნიეროდ ერთ პოზიციაზე რამოდენიმე, მხოლოდ გვინდა მწვრთნელი, ტოპ კლასის და ფედერაციის სიებით არ უნდა იკრიბებოდეს ნაკრები. ასე მგონია
ვას0
09 სექტემბერი 2020 08:59
0
მალი ახალგაზრდა მოთამაშეა. მე პირადად ძალიანაც მომეწონა. სწრაფია. მოძრავი.
შედეგი არის ის რომ ვასისმა ვერ შექმნა გუნდაი. არანაირი კომბინაცია და ტაქტიკა.
როცა ფლანგის მცვწლი ცდება ან შეტევაში მიდის მას უნდა აზღვევდეს ცენტრალური მცველი ასე ხდება ყველგან
max
09 სექტემბერი 2020 08:17
1
მე დომინოს ვთამაშობ და მალის "ლობისტებს" არ შეუძლიათ ნაკრებში მომაწყონ?
r7
09 სექტემბერი 2020 07:59
2
მალმა დაუშვა შეცდომა მაგრამ ლორია გამოდიოდა და დაატორმუზა და გაშალა ფეხები და შუპამპალეს კიდევაც. თუ გამოდიხარ ბოლომდე გამოდი, ამ სიმაღლეა და ჩამოკიდებჯულ ბურთზეც საეჭვოდ გამოდის სულ. თავდასხმაში კი ისევ კაჭარავა უნდა დაეყენებინა. ქვილითაიას ტექნიკა აკლია ფეხებსში, ბურთი ვერ ჩამოიღო ერთხელ სწორად ყველა დაკარგა. კაჭარავა ბოლო 25 წუთი მაინც რომ შემოეშვა აჯობებდა. ბოლო ხუთ წუთში შეცვლას რა აზრი აქვს დრო თუ არ გყავს გასაყვანი. არასწორ დროს აკეთებს ეს კაცი ჩვლილებებს ყოველთვის. ბევრი გასატანი გამაზეს, ამას გარდა წვიმს და დერთყათ შორიდან ერთი ორი და მე მგონია ეს მეკარე ბურთს გაუშვებდა ან კი წინ გადმოუვარდებოდა და დამატებაზე ცენტრალურ თავდამსხმელს ყნოსვ უნდა ჰქონდეს, რაც კაჭარავს აქვს და ქვილითაიას აკლია.
Niko
09 სექტემბერი 2020 05:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული