საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს:

ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა. ბევრი მომენტი იყო, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს".

ლევან შენგელია: "დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა; ასევე, ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ნიკა კვეკვესკირი:
"ყველას გვესმოდა, რომ ფურცელზე ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენთან ერთად ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთალ ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენ გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ B დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, მოწინააღმდეგეს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
კვეკვესკირზე რომ დავწერე ვეღარ ქაჩავს ნაკრების დონეს მეთქი ლამის დამცხეს.აი ისიც...
გულშემატკივარი
14:38 18-09-2020
0
კვეკვესკირო , ყველამ რომ თქვას , შენ არ უნდა აკადრო ქართულ ფეხბურთს , რომ საქართველოს ნაკრები , ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებების დონის გუნდია _ რ ა ღ ა გ ვ ი ჭ ი რ ს ! . .
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული