sportmedia: თბილისში პანდევის სახით გვყავდა მხეცი - ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
ჩრდილომაკედონიურმა "სპორტმედიამ" ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრე ლამის გმირობად შეაფასა და განსაკუთრებით, გუნდის ვეტერანი გორან პანდევი აქო:

"ნამდვილი ლიდერი, მოედნის მხეცი, ამ ბიჭების წინამძღოლი, რომელთაც დიდი ამოცანა აქვთ დასახული. სანამ პანდევი მოედანზეა, ჩვენი გუნდი მუდამ ძლიერი და გამარჯვების მოსაპოვებლად შემართული იქნება.

სომხეთთან და საქართველოსთან მატჩები ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა. კავკასიელებთან დაგეგმილი 4 ქულა მოპოვებულია - დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთთან და ფრე თბილისში პირველი ადგილისთვის ჩვენს მთავარ კონკურენტთან. ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაშში დაბრუნება და კაცნაკლულებმა მიზნის მიღწევა მოვახერხეთ. შესანიშნავი
შედეგია. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ბიჭებს თვითდაჯერებულებს ხდის და 8 ოქტომბერს კოსოვოსთან ბრძოლის წინ ჩინებულ ატმოსფეროს ქმნის.

37 წლის კაპიტანი იბრძვის იმისათვის, რაზეც ჩვენი ქვეყნის 2 მილიონი ადამიანი ოცნებობს და ეს შეიძლება რეალობად გადაიქცეს. ამის დრო დადგა. იქამდე ერთი თვე დარჩა.

მაკედონიელთა ნაკრებს ამის მიღწევის უნარი გააჩნია, პრემიებიც მიიღო და ყველანი ერთადერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ - გამარჯვების სურვილით!

"უბრალოდ, ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და პანდემიამ ახალი პრობლემები არ შეგვიქმნას", - ასეთია ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის სურვილი.

ფეხბურთელებს დიდი მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ. მთავარია, გასულ შეხვედრებში მაკედონია ძლიერი და უნიკალური იყო. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი რამ ცხადია, მეკარე არა გვყავს,
ზოგი, რომ თხილს ამტვრევს, ეგ დილით კარაქს ჭამს.
არა გვყავს, ზანტია, სხვა ყველა მხეცია,
ვაისის მაგივრად, მე ვოვა მერჩივნა, მაგარი იქნება ქეცბასთან ტანდემში,
ოხ, მაგის ჩამომთრევს გავუდე გლანდებში. ვაისის მაგივრად, რობერტა მერჩივნა.ბოლს უშვებ, თუ გითხრეს, ჩათვალე ფეჩი ხარ. ტრენერიც ეგრეა, წააგებ? ყელზე ხარ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
10 სექტემბერი 2020 12:59
12
გასვლაზე მაკედონიასთხნ წავაგებთ და ამ ჯგუფს ვერ მოვიგებთ. ისე მართალია, რომ იუგოსლაველები გაბღენძილი ხალხია.
გენა
10 სექტემბერი 2020 11:28
7
პანდევის სახით მხეცი კი არა ბებერი კუანა გყავდათ..37 წლის ბერბურთელი...მარა 37 წლის ბებრებს თან კაცნაკლულებს თამაშს რომ ვერ მოუგებ ის ნაკრები მეტი რანაირად გავამხნევოთ,თამაშით ურიგოდ არ უთამაშიათ ,მაგრამ შედეგი არაა
gogia
10 სექტემბერი 2020 10:08
1
ბორნალურად რო ითამაშეს და ვერ მოიგეს, ეგ ჩემო კარგო ადამიანო მოვკითხოთ დინამოს ადმინისტრაციას... ყინულზე და ტალახში რო გაუშვა 2010-12 წლის ესპანეთი, შეიძლება იმასაც ვერ მოეგო კაცნაკლილი მაკედონიის თვის... აი კაი მინდორზე თუ გინდა სახლში თუ გინდა გასვლაზე უსახური თამაშით რო შედეგიც არ ექნებათ, მერე მე პირველი გავაკრიტიკებ ყველას ვინც საჭიროა
რა მაფიაა?
10 სექტემბერი 2020 17:09
0
აბა ამათა ჰყოლიათ :)
ვვვ
09 სექტემბერი 2020 22:43
1
სპორტულო ჟურნალისტებო და ძალიან ბევრო ქართველო გულშემატკივარო:
ნაკრების მხარდაჭერა მინიმუმ ასეთი უნდა გვქონდეს! ყველა გავერთიანდეთ უნდა ერთადერთი მიზნისთვის და პირადი ანტიპატიები და ბოღმის ნთხევის დაუოკებელი სურვილი გვერდზე გადავდოთ ცოტა ხნით... რეალურად მაკედონია ეხლა იმაზე ბევრად სუსტია, ვიდრე ის რომელზეც დავიწყეთ დაკვირვება და მაინც ცაში აყავთ და ამხნევებს ერი და ბერი...
ჩვენთან კიდე ჯერ ასეთი უნიკალური შანსის დროს მწვრთნელის შეცვლას ითხოვთ, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი შესძინა ნაკრებს, რომლის ხელშიც ნაკრების ბირთვმა თამაში დაიწყო და რაღაც შედეგს მიაღწია, გამარჯვებულის მენტალიტეტი მიიღო გარკვეული დოზით... კარგი და ჯანსაღი ატმოსფეროა გუნდში... მაშინ როცა მწვრთნელი აშკარად არაა ფულზე დახამებული და რეალური ემოციური კავშირი აქვს გუნდთან და არც კვალიფიკაცია დაეწუნება... მიუხედავად მისი ბევრი მინუსისა, ასეთ დროს უშვებთ ამ კაცს??
ახალგაზრდა ტალანტებს "მესებად" აქცევთ ეგრევე...
კატასტროფა მოედანზე უწუნებთ ნაკრებს მაკედონიასთან ნიჩიას...
და კატასტროფა: 1 წლის უთამაშებელი გუნდი, სახლში უმაყურებლოდ წყნარად და უმტკივმეულოდ იგებს ესტონეთთან და 2/3 მოსახლეობის მიწასთან ასწორებთ...
ვიღაცამ საერთოდ დაწერა კანკავას ბიძაშვილია ეტყობაო, რაღა დროს კანკავააო...
ხოარღადაობთ თქვენ????????
რა მაფიაა?
09 სექტემბერი 2020 22:18
8
კიი მეგობარო სრულიად გეთანხმები ნამდვილად პატივისცემა ეკუთვნით ამ ბიჭებს თუმცა მოდუნების უფლება არ აქვთ ამის გამო კარგია და მომწონს თუ ამ შედეგს თვითონ უარყოფითად აფასებენ და იცოდნენ რომ მოსაგები თამაში იყო ეს მათ მომავალში მეტ მოტივაციას შესძენთ და ნელნელა მენტალიტეტიც გამარჯვებულის ჩამოუყალიბდებათ დღეს საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარ არის რომლის თამაშის ყურებაც არ მოგინდება ან იტყვი რო მოიცა რაა ამათი მოგებული ვის უნახიაო დღეს სხვა რეალობაა ეროპაში უკვე ყველასთვის ანგარიშ გასაწევი ძალა ვართ და არავინ იცის ჩვენთან თამაშის დროს რა შედეგი დადგება და ჩვენზე აღმატებით ხარისხში და ქედმაღლური საუბრით ვეღარავინ საუბრობს და საშვალო გუნდების შეხედულებებს და სტატიებს თუ გადავხედავთ ისინი საერთოდ სხვა აზრს გვთავაზობენ და უფრთხიან ჩვენთან თავიდანვე შემტევი ფეხბურთის თამაშს და ფიქრობენ რომ არათუ მოგება ფრეც ძალიან მაგარი შედეგია რაც ნიშნავს რომ ჩვენ საშვალოზე მაღალ გუნდად ვიქეცით თუმცა სიმართლე ვთქვათ რომ გუნდი ნელი ნაბიჯებით მაგრამ პროგრესირებს და ერთი წაგებით და ფრით არ უნდა გააცამტვერო ადამიანმა ყველაფერი და მითუმეტეს იმ ადამიანმა ვინც 2 წლის წინ ჯგუფის მოგების გამო მაღალფარდოვან სიტყვებს არ იშურებდა ნაკრების და ვაისის მისამართით ესეთი პიროვნებები უბრალოდ არასერიოზულებად მიმაჩნია და რაც შეეხება ვაისს მე ვფიქრობ რომ მან გუნდი შეკრა და არა მარტო მანდ აქ მის გარშემო ბევრი ხალხია ვინც მონაწილებას იღებს თუმცა მისიც დიდი წვლილია თავის თავად დღევანდელი ჩვენი ნაკრების ჩამოყალიბებაში და მისი შეცვლა ყველაზე არარეალური და მცდარი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარი ადამიანი თუ მიიღებს ან დაინტერესებული პიროვნება მე ვფიქრობ რომ უნდა დარჩეს და დარჩეს უახლოესი 2 წლის განმავლობაში მაინც და შედეგების მიხედვით გადაიხესოს მისი მუშაობის ხარისხი ვფიქრობ იმახურებს მიეცეს შანსი კიდევ და იმუშაოს თავისთვის მშვიდ გარემოში რადგან დღეს ნაკრები მეტად გააზრებულ ფეხბურთს დამაშობს. მაგრამ როგორც მინიმუმ პასუხისმგებლიან და პროფესიონალმა ადამიანმა უარყოფითი შედეგის შემთხვებაში აღარასდროს გაიმეოროს წინადადება რომ გადახედეთ ჩვენი ფეხბურთელები სად თამაშობენ ანდაც პასუხისმგებლობა სრულად გადააბრალოს ნებისმიერ ნაკრების მოთამაშეს რადგან დადებითი შედწგიც და უარყოფითი შედეგიც როგორც მინიმუმ მისი ასევე ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა მე მხოლოდ მისი ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება არ მომწონს რადგან ასეთი ფორმით თავის მართლება მაქსიმუმ ქვეყნის და ფეხბურთელების უპატივისმცემლობაა და მინიმუმ გაუცნობიერებელი საუბარი რადგან იგი მოვიდა თავისი სურვილით იღებს ხელფასს და წარმოადგენს ქვეყანას მსოფლიოში.
T.q
10 სექტემბერი 2020 02:09
3
სხვისი არვიცი,მაგრამ მე ამ გუნდზე,უკლასო,უხეში,მშიშარა და თავიანთ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე შთაბეჭდილება დამრჩა.თან ემოციური.შეცდომას თუარ დაუშვებ დიდხანს,თვითონ აუცილებლად შეცდებიან.კოსოვოს თუ მოუგეს უარესად გაიბრიქებიან.ერთადერთხელ დაგვირტყეს კარში,ისიც ჩვენი უხეში შეცდომით.ერთადერთი პანდევს უნდა ვუფრთხოდეთ,მას აშკარად ეტყობა კლასი და ასაკის მიუხედავად შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი.შემადგენლობას რაც შეეხება,ჩვენ რომ მათნაირი გეოგრაფიული მდებარეობა გვქონოდა,მათზე გაცილებით უკეთეს გუნდებში გვეყოლებოდა,გაცილებით მეტი ფეხბურთელი.
Master
09 სექტემბერი 2020 21:51
2
პანდევის პასი გამოჩნდა მაგრამ, ვინც გაიტანა ისიც კაი ბიჭია სპორტიგნის მცველი. კაკაბაძის ფლანგზე რომ შემოვიდა ცვლილებაზე, უდინეზეს ფეხბურთელი მგონი, ეგეც კარგად თამაშობდა. ჰყავთ ორი სამი კაი ბიჭი და თუ ყურადღებით არ ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით ამპარტავნულად, დაგვსჯიან.
მგონი ერთი ორ სხვასაც
09 სექტემბერი 2020 23:31
0
ახლა რა არის თქვენს ხელთ არ ვიცი, თუმცა დაახლოებით ვხვდები მერე რა გექნებათ:) წარმატებები საქართველოს!!!
ბათუმი
09 სექტემბერი 2020 21:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული