sportmedia: თბილისში პანდევის სახით გვყავდა მხეცი - ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
ჩრდილომაკედონიურმა "სპორტმედიამ" ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრე ლამის გმირობად შეაფასა და განსაკუთრებით, გუნდის ვეტერანი გორან პანდევი აქო:

"ნამდვილი ლიდერი, მოედნის მხეცი, ამ ბიჭების წინამძღოლი, რომელთაც დიდი ამოცანა აქვთ დასახული. სანამ პანდევი მოედანზეა, ჩვენი გუნდი მუდამ ძლიერი და გამარჯვების მოსაპოვებლად შემართული იქნება.

სომხეთთან და საქართველოსთან მატჩები ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა. კავკასიელებთან დაგეგმილი 4 ქულა მოპოვებულია - დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთთან და ფრე თბილისში პირველი ადგილისთვის ჩვენს მთავარ კონკურენტთან. ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაშში დაბრუნება და კაცნაკლულებმა მიზნის მიღწევა მოვახერხეთ. შესანიშნავი
შედეგია. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ბიჭებს თვითდაჯერებულებს ხდის და 8 ოქტომბერს კოსოვოსთან ბრძოლის წინ ჩინებულ ატმოსფეროს ქმნის.

37 წლის კაპიტანი იბრძვის იმისათვის, რაზეც ჩვენი ქვეყნის 2 მილიონი ადამიანი ოცნებობს და ეს შეიძლება რეალობად გადაიქცეს. ამის დრო დადგა. იქამდე ერთი თვე დარჩა.

მაკედონიელთა ნაკრებს ამის მიღწევის უნარი გააჩნია, პრემიებიც მიიღო და ყველანი ერთადერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ - გამარჯვების სურვილით!

"უბრალოდ, ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და პანდემიამ ახალი პრობლემები არ შეგვიქმნას", - ასეთია ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის სურვილი.

ფეხბურთელებს დიდი მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ. მთავარია, გასულ შეხვედრებში მაკედონია ძლიერი და უნიკალური იყო. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
სპორტულო ჟურნალისტებო და ძალიან ბევრო ქართველო გულშემატკივარო:
ნაკრების მხარდაჭერა მინიმუმ ასეთი უნდა გვქონდეს! ყველა გავერთიანდეთ უნდა ერთადერთი მიზნისთვის და პირადი ანტიპატიები და ბოღმის ნთხევის დაუოკებელი სურვილი გვერდზე გადავდოთ ცოტა ხნით... რეალურად მაკედონია ეხლა იმაზე ბევრად სუსტია, ვიდრე ის რომელზეც დავიწყეთ დაკვირვება და მაინც ცაში აყავთ და ამხნევებს ერი და ბერი...
ჩვენთან კიდე ჯერ ასეთი უნიკალური შანსის დროს მწვრთნელის შეცვლას ითხოვთ, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი შესძინა ნაკრებს, რომლის ხელშიც ნაკრების ბირთვმა თამაში დაიწყო და რაღაც შედეგს მიაღწია, გამარჯვებულის მენტალიტეტი მიიღო გარკვეული დოზით... კარგი და ჯანსაღი ატმოსფეროა გუნდში... მაშინ როცა მწვრთნელი აშკარად არაა ფულზე დახამებული და რეალური ემოციური კავშირი აქვს გუნდთან და არც კვალიფიკაცია დაეწუნება... მიუხედავად მისი ბევრი მინუსისა, ასეთ დროს უშვებთ ამ კაცს??
ახალგაზრდა ტალანტებს "მესებად" აქცევთ ეგრევე...
კატასტროფა მოედანზე უწუნებთ ნაკრებს მაკედონიასთან ნიჩიას...
და კატასტროფა: 1 წლის უთამაშებელი გუნდი, სახლში უმაყურებლოდ წყნარად და უმტკივმეულოდ იგებს ესტონეთთან და 2/3 მოსახლეობის მიწასთან ასწორებთ...
ვიღაცამ საერთოდ დაწერა კანკავას ბიძაშვილია ეტყობაო, რაღა დროს კანკავააო...
ხოარღადაობთ თქვენ????????
რა მაფიაა?
22:18 09-09-2020
8
ახლა რა არის თქვენს ხელთ არ ვიცი, თუმცა დაახლოებით ვხვდები მერე რა გექნებათ:) წარმატებები საქართველოს!!!
ბათუმი
21:03 09-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული