ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კაჭარავა კვიპროსში საგოლე გადაცემით დაბრუნდა - "აპოლონი"-"ლეხი" 0:5

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლეხმა" ნიქოზიაში 5:0 გაანადგურა "აპოლონი".

"ანორთოსისიდან" პოლონურ გუნდში ახლახან გადასული ნიკა კაჭარავა 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და 90+1-ე წუთზე მისი კოხტა ქუსლური პასით პორტუგალიელმა პედრო ტიბამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გათამაშების შემდეგ ეტაპზე პოზნანური გუნდი "შარლერუასა" და ბელგრადის "პარტიზანის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სხვათა შორის, "აპოლონმა" სამიოდ დღის წინ კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისს" 3:1 სძლია.