სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ნაკრების ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზონის ნახევარფინალური შეხვედრისთვის დამატებითი ზომები მიიღო. მატჩი, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ერთ-ერთი გუნდი განაცხადში 13 ფეხბურთელს ვერ შეიყვანს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება
უეფამ კორონავირუსის პაუზის შედეგად ფეხბურთელების დატვირთული გრაფიკის გამო მიიღო, რითიც ცდილობს ტრავმების მიღების რისკები შემცირდეს.


5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
კიმაგრამ, დასწრებაზე არაფერს არ ამბობენ?
Biankonneri
27 სექტემბერი 2020 15:12
0
ფარერებთან სამარცხვინო წაგების მერე ნაკრების იმედი არ მაქვს. კაი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს ვოლოდიმერი რას მოიფიქრებს გაფიქრებაც კი მაშინებს
ვანჩოპე
27 სექტემბერი 2020 00:44
8
ევრიკა, ავრიკა, ოვრიკა - იდეა მაქვს მიმქარავს არქიმედე!

სასწრაფოდ გავამხოლოოდ ტრიბუნებზე ადგილები, გავტიხროთ სკამები სამიმი ართულებიდან (გვერდებიდან და ზურგიდან). საჭვრიტინო დავუტოვოთ მოედნის მხარეს (ლაივში საყურებლად, ექოთი და ცოცხლად საგინებლად). იზოლირება (დისტანცირება) გარანტირებულია, უეფას არაფერი ეთქმის და ჩვენს ეპიდემიოლოგებსაც (იმ "მუშკეტერებს" მათ შორის).

მართალია ცოტათი შემცირდება რეალური ადგილები, მაგრამ სულ არარაობას არ სჯობს? ხომ იგუგუნებენ ტრიბნები!!!

არ მომპაროთ იდეა, ხვალ დილით გავრბივარ საქპატენტში და ვარეგისტრირებ ჩემს იდესა - ნოუ-ჰაუს!

ხალხო! ჰე ახლა, რას გაჩუნებულხართ? დამიჭირეთ მხარი! ჯერ კიდევ დროა, მოესწრება!

ფედერაცია, ალოოოო, გესმის

ოზუზი
26 სექტემბერი 2020 22:09
5
შენ მაგის მშენებლობის რა გითხრა და ბიძინა აშენებს ფსიქიატრიულს და იმ მშენებლობაზე ნაღდად დაგასაქმებენ ;-)
:-)
27 სექტემბერი 2020 00:05
0
ვაისისთვის რა მნიშვნელობა აქ?თუ გინდა ათი შეცვლის უფლება მიეცი,მაინც 84 წუთზე იწყებს შეცვლებს და ორ კაცზე მეტს ცოცხალი თავით არა ცვლის
ლ.გიო
26 სექტემბერი 2020 21:35
0
6 ბილეთი მაქ ნაყიდი, უკან არ დამიბრუნებია ამ დრომდე გევედრებით ყველაფერი გააკეთეთ რომ მაყურებელის ნაწილი მაინც დაესწროს, თუ ოჯახის წევრებს ვერ წამოვიყვან იქნებ მე მაინც დავესწრო თამაშს თუ დისტანციის გამო ყველა ადგილი არ იქნება დასაშვები.
Semi
26 სექტემბერი 2020 21:17
0
ჩემი აზრით 5 ცვლილება ბელარუსებს უფრო აწყობთ ვიდრე ჩვენებს. თუ წესიერი მიდორი იქნება წესით ჩვენებს ტექნიკური არსენალითა და მოგორავე ბურთის დევნით უნდა მოეღალათ ბელორუსები. ასეთ შემთხვევაში კი მათ ენერგიის შენარჩუნების საშუალება ეძლევათ, არადა ისედაც ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ეგაა სულ მაგათი პლიუსი და ამ გადაწყვეტილებით კიდევ უპირატესობა მიიღეს მაგ კუთხით. იმედია მინდორი მაინც იქნება წესიერ მდგომარეობაში რომ ჩვენებმა თავიანთი უპირატესობის გამოყენება შეძლონ, სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალს ვგულისხმობ.
ანესთეზეოლოგი
26 სექტემბერი 2020 19:42
1
დავით თარგამაძე დააბრუნეთ ნაკრებში. მისსავით პროფესიონალი ვინ გყამთ მანდ. სირცხვილი ვაისს!!
Lia panchulidze
26 სექტემბერი 2020 19:40
20
სიის ნამეტანი გაფართოება მოუწევს ვაისს,თარგამაძე რომ მოხვდეს მაგ სიაში :-) მაგის შემდეგ ერთსაც თუ ჩაამატებს მე მიწევს უკვე :-)
ქომაგს
27 სექტემბერი 2020 00:09
0
დავით თარგამაძე და გოგიტა გოგუა გაფართოებულ სიაში ყავს შეყვანილი, არ ინერვიულო :)))
ქომაგი
26 სექტემბერი 2020 20:42
2
მე და ეკო დეისაძეს გვიყვარხართ და გკოცნით. გაუმარჯოს გურამ კაშიას და მისნაირ ქართველ ვაჟკაცებს.
Giorgi kakaladze
26 სექტემბერი 2020 19:31
11
ბელარუსებთან 5 ცვლილების წესი ჩვენთვის უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ ჩვენ მეტი ფეხბურთელების რესურსი გაგვაჩნია, თითქმის ყველა რგოლში. აი ბელარუსებს თუ გავცდით ისევ მაკედონიას ვეთამაშოთ ჯობია, მეორედ მოვუგებთ.
გოგა
26 სექტემბერი 2020 18:49
2
ისეა ქართული ფეხბურთი დათარსული და დაწყევლილი ასე მგონია 8 ოქტომბრისთვის კორონა თუ არა რაღაც სხვა კატაკლიზმი უნდა მოხდეს .
samtredia
26 სექტემბერი 2020 16:53
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული