ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
სულ წავაგოთ ყველაფერი, გარდა სომხებისა, რუსი,რუსი რო იძახით, თვალი გაახილეთ! ვინაა ყველაზე დიდი მტერი!
jano
28 სექტემბერი 2020 21:11
30
საიტის ადმინისტრაციას მინდა მივმართო, ეს ჯიგარი რუსეთის საქმეს აკეთებს, რუსებს აპრავებს და სომხების მიმართ აგრესიას აღვივებს, მაშინ როცა ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს საქართველოში და ჯავახეთის პრობლემაც არსებობს. ან უვიცი იდიოტია ან კიდევ რუსეთის ინტერესების გამტარებელი. დასაბლოკია ასეთი კომენტარები.
ნიკა
28 სექტემბერი 2020 21:38
6
ოღონდ რაც მოსაგები გვაქვს ის მოვიგოთ და თუნდაც სომხეთთან ორივე წავაგოთ არაა პრობლემა, ნუ იმ 7-0-ს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ.Dდ
jjj
29 სექტემბერი 2020 15:48
0
რა ფორმაშია კაშია რამდენი ხანია ბურთი არ უნახია ან გრიგალავა რა ფორმაშია,ან ნინუას რას უწუნებს?მგონია მაინც მოუწევს ნინუას დამატება რადგან აჩვენებს ეს ბიჭი რომ იმსახურებს გამოძახებას
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 20:28
5
შენგელია გთუ არ დააყენა ძირითადში მართლა გასაგდები იქნება
იაგო
28 სექტემბერი 2020 21:19
21
საქართველოში, თუ 29 ფეხბურთელი მოიძებნება, მაშინ ავშენებულვართ და ეგ არის ..
თუ, რაც ბევრნი ვიქნებით, უფრო კარგიას პრინციპია, მაშინ ოოოო......
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 სექტემბერი 2020 21:52
14
მაგრად ტეხავს შენი ყველა კომენტარი,ამხელა კაცი ხარ და არ გრცხვენია?თავმოყვარეობა არ გაქვს?
:-(
29 სექტემბერი 2020 15:24
0
ნამუსიც კარგი საქონელიაო ავლაბრის მგელო :) რაც შენ მიქარე კომენტარებში, კიდევ როგორღა წერ
29 სექტემბერი 2020 09:55
0
შეიძლება ყველა გამოიძახა ,მაგრამ დააყენებს ყველაზე სუსტებს, თან შეცვლებს გააკეთებს 82-ე წუთზე
თამაზი
28 სექტემბერი 2020 20:47
9
პირველ რიგში თავისი თავი არ უნდა გამოეძახებინა.ეს იქნებოდა ერდთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
ნიკო
28 სექტემბერი 2020 20:34
16
ის ხარ
ჯსჯდჯ
29 სექტემბერი 2020 11:32
0
ნინუა უნდა გამოეძახა მაგრამ ნაკრების თამაშამდე ნინუას 2 თამაში უწევს კრასნოდართან და შიდა ჩემპში,მაინც მოუწევს გამოძახება
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 21:15
1
დებილია ან სერიოზულ ზეწოლას განიცდის ფეხბურთელების შერჩევისას
კახა
28 სექტემბერი 2020 19:56
30
ვაჟკაცურად შენ გვითხარი ვინ უნდა გამოეძახა და არ გამოიძახა, ერთი ორ შემთხვევაში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ და ისინიც დიდს ვერაფერს გადაწყვეტენ თავიანთი ყოფნით. მაგრამ ეს ზეწოლა და დებილია ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა
გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2020 21:06
4
მეტი ვინ უნდა გამოეძახა, რონალდუ და მესი გვყავს და არ ვიცით?
irakli81
28 სექტემბერი 2020 20:32
4
სომხეთში საომარი სიტუაციის გამწვავების გამო, სომხეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში ჩატარდება ბაქოში.
temo
29 სექტემბერი 2020 15:29
4
საიტოს ადმინისტრაციას ვზტხოვ ნუ ბლოკავთ ჩემს წერილს: ყველას - ჟურნალისტებს და არაჟურნალისტებს, ვისაც ეს ხელეწიფება ვთხოვ : შეაწუხეთ ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია - გამოფხიზლდნენ. რა უნდა ჩვენს ბიჭებს 10 ოქტომბერს სომხეთში? ომია იქ ომი! ნახევარი სომხეთი იბომბება.უეფაშია ერთი
მიმართვა საჭირო და ნეიტრალურზე ათამაშებენ
ჯეკო
29 სექტემბერი 2020 18:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული