სომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

AutoSharing Option
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დილით სომხეთის ვარდენის რაიონში აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმები განახორციელა, უეფამ 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიას" "ცრვენა ზვეზდასთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის ერევანში ჩატარების უფლება არ მისცა.

შეხვედრა კვიპროსში, ნიქოზიის სტადიონ GSP-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის პირველ ტურში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, სავარაუდოდ, ამ მატჩის ერევანში გამართვა შეუძლებელი გახდება და ალბათ, ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ.

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს, საერთო მობილიზაცია გამოაცხადეს და 18-დან 55 წლის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გამქეზებლები გვერდიდან დგანან სიცილით კვდებიან,ამას როგორ ვერ ხვდებიან თვითონ, მაგრამ რა ენაღვლებათ სხვისი გაზრდილი შვილები თვითონ სასახლეებში არიან გამოკეტილი და ცივი ნიავი არ ეკარებათ.როგორც ჩვენთან ქნეს ომი ერთდროს ვითომ პატრიოტებმა და მერე თვითონ ვინ სად იმალებოდნენ ზოგი სად გარბოდა და ზოგი სად.
ziko
30 სექტემბერი 2020 17:00
1
რაც ხდება დღეს ან უკრაინაში რაც მოხდა იმის უკან ჩვენთან ყველაფერი არის რუსეთის დამსახურება. მაგათი გაქეზებულია სომხები აფხაზებიც და დონბასელებიც რუსეთი როარა ვერცერთი ვერ გაბედავდა ვერც უკრაიმასთან რამეს ვერც აზერებთან და ვერც ჩვენთან
რუსეთი
30 სექტემბერი 2020 16:18
2
ბაქოში რომ ჩატარდეს?
ბაჩი
30 სექტემბერი 2020 12:49
4
რა ტყვილა ხოცავენ ერთმანეთს
ზვიო
30 სექტემბერი 2020 10:52
2
ტყვილა არა, ტყუილად არის სწორი. ტყუილიდან გამომდინარეობს.

ასევე ხშირად მხვდება საშვალო, არა და სწორია საშუალო.
ასევე თითეული, სწორია თითოეული.

და ბოლოს ბარემ ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრი ხმარობს სასომხეთს, არა და სწორია სომხეთი.
ტყუილად
30 სექტემბერი 2020 16:20
0
სომხეთსა და აზერბაიჯანს,უსწრაფესად,მშვიდობიანად მორიგებას ვუსურვებ.ცხოვრება გვიჩვენებს,რომ ცუდი მშვიდობაც კი სჯობია,ომს.რაც შეეხება თამაშის ევროპაში გადატანას,გარდა იმისა,რომ სომხები დაკარგავენ საკუთარი მოედნის უპირატესობას,მაკედონიასთან მომდევნო თამაშის ჩასატარებლადაც გვაწყობს.კვიპროსი და მაკედონია ახლოსაცაა და სასაათო სარტყელიც ერთი აქვთ.ბევრმა შეიძლება იფიქროს,რომ ნეიტრალურ მოედანზე თამაში ჩვენთვის იოლი იქნება,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,რა განწყობაზე იქნებიან სომეხი ფეხბურთელები,ეს თამაში,ჩვენთვის უმძიმესი გამოცდა გახდება.მათთვის ეს თამაში,ომის ტოლფასი იქნება.პატრიოტიზმი,მათ უმაღლეს დონეზე დამუხტავს და მოედანზე თავს დასდებენ.
სოსო
30 სექტემბერი 2020 09:30
4
ომისთვის ცოდოა ყველა. 21-ე საუკუნეში რაღა დროს ომია. ორივე მხარე მეცოდება.
ვაა საწყლები
29 სექტემბერი 2020 23:39
7
არც ის ფაქტი, რომ 20 წლის ბიჭები ცოდონი არიან ომში დასაღუპად და არც ის, რომ მთავრობის წევრები და მათი ოჯახები სახლებში სხედან, არ ნიშნავს, რომ ომს აზრი არ აქვს და ვიღაც უაზროდ სწირავს თავს... ჩვენ რომ რუსებმა ისევე მიგვიშვან აფხაზ-ოსებზე, როგორც აზერები მიუშვეს ყარაბახზე, საომრად არ უნდა წავიდეთ და 21-ე საუკუნეს ამოვეფაროთ?!... ასაკს რაც შეეხება, კი ბატონო, სანამ მამას იარაღის ჭერა შეუძლია, შვილის ნაცვლად თავად უნდა წავიდეს ომში, მაგრამ აკრძალვით ვერც მამა აუკრძალავს, - ერის სიცოცხლისუნარიანობა სწორედ იმ ახალგაზრდებით განისაზღვრება, რომლებიც მზად არიან სამშობლოს შეეწირონ და არა იმ მოხუცებით, რომლებისთვისაც სულერთია-ხვალ მოკვდება, თუ 5-10 წლის შემდეგ... ამის ვერგააზრება გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ქართველები მყარად ვადგავართ გადაშენების გზას და ჯერ-ჯერობით კურსის შეცვლას არ ვაპირებთ...
მ.ტ.
01 ოქტომბერი 2020 10:06
0
ამ გზავნილს(პოსტს) რომ კაცი დაიწუნებს(დისლაიქს მისცემს),მისგან რაღას უნდა ველოდოთ?!
სოსო
30 სექტემბერი 2020 19:36
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული