ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს
უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
უეფას უნდა ვთხოვო მაყურებლის დამთვლელად შემიშვას. თუ ნება დამრთეს ღმერთი არ გაგიწყრეთ და 18001 მაყურებელი არ აღმოჩნდეს)) ეს ხუმრობით მაგრამ ხომ ვიცით რომ ბილეთის გარეშეც ბევრს დართავენ ნებას. ეს იმის ბიძაშვილია და ა.შ.
დავით 67
03 ოქტომბერი 2020 23:44
0
ჩემი აზრით ბილეთები უნდა ღირდეს ძვირი. ძალიან ძვირი. მინიმუმ 200 ლარი. ოღონდ თუ გასაყიდია 18 ათასი ბილეთი. უნდა გაიყიდოს 9 ათასი, ხოლო დარჩენილი 9 ათასი უფასოდ (ან მისაღებ ფასში) მისცენ ფან კლუბის წევრებს, ვეტერანებს, არასრულწლოვან ფეხბურთელებს.
ჰაჰა
03 ოქტომბერი 2020 10:20
3
რა ფიქრი უნდა... იქნება და არ დაუშვათ მაყურებელი იმ რაოდენობით რა რაოდენობაც დასაშვებია მაქსიმუმ.... სწრაფად იმოქმედეთ ზარმაცებო დღეს უკვე 3 ოქტომბერია....
ლუკა
02 ოქტომბერი 2020 16:41
1
ნეტა მოიგონ და სულ არ მინდა ბილეთის თანხა უკან!!!
giorgi
02 ოქტომბერი 2020 16:08
1
ჩემო დათო, შენ რაიცი მე ვისთვის ვიყიდე ბილეთები ან ქონდა თუ არა მას ბილეთის ყიდვის საშუალება??? ან რა ლოგიკაა მაგაში, გამოდის ვისაც უჭირს მარტო იმან იყიდოს ბილეთი და ვისაც არ უჭირს იმან არა???

sormona
02 ოქტომბერი 2020 14:59
1
ჩემო მეგობრო, აბოლუტურად სხვა რამ ვიგულისხმე!!! ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა არსებული სიტუაციის გამო!!! ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალის ბილეთების გაყიდვა, რომ გახსნა უეფამ და თნხმობა რომ მომივიდა ყიდვაზე და ველოდებოდი გადახდას , მომივიდა მეილი ,რომ ეპიდემსიტუაციის გამო არ იციან როდის ჩატარდებოდა მატჩები!!! უბრალოდ ვერავინ ვერ მოასწრებს ბილეთების შეცვლას 5 დღეში!!! წარმოუდგენლია!!! მე ჩემს კომენტარში ის ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარი ვიგულისხმე, ვინც ფეხბურთის გამო მზად იყო, თუნდაც უკანასკნელი თანხით ეყიდა ამ მატჩის ბილეთი. გამარჯვებას გისურვებ მეგობარო, ოღონდ მოიგონ და ყველაფერი მეორეხარისხოვნია!!! ალბათ თუ ვერ გაზრდიან ხალხის რაოდენობას და მხოლოდ200 კაცი უნდა დაესწროს, ეს ორასივე კაცი უნდა იყოს ჩემი , თქვენი და მთელი საქართველოს წარმომდგენელი სტდიონზე!!! არანაირი ჩაწყობა და გაურკვეველი ტიპები!!!ორასივე უნდა იყოს ნამდვიკი ქომაგი თანაც მჭექარე ხმით!!! მინსკში უნდა ისმოდეს მათი ხმს!!! წარმატებები ნაკრებს და მთელ საქართველოს ვუსურვებ გამარჯვებას!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 16:10
0
Just supporters-ს . შავით თეთრზე წერია, tkt.ge-ს უნდა მიმართოთ-ოოო
გაახილეთ თვალები
გიორგი გორგაძე
02 ოქტომბერი 2020 14:29
4
მე კი ვხედავ რაც წერია, ტკტ.გე-ს საიტზე შეხვალ, სადაც შესაბამის ფუნქციას ჩაგირთავენ და ონლაინში ავტომატურად დაიბრუნებ (ავტომატურად დაბრუნებაში ეგ ვიგულისხმე). პანდემიის დაწყებისას სხვა ღონისძიებებზე შესყიდულ ბილეთებზე გადახდილ თანხებს ანალოგიურად აბრუნებდნენ.
Just Supporter
02 ოქტომბერი 2020 15:21
0
ბილეთის ფასის დაბრუნება ბიუროკრატიულ კი არა ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გასარკვევია ბანკის საკომისიოს ვინ იზარალებს, ასევე გვეჭრება ტკტ.ჯის მომსახურების საკომისიო.
დააბრეხვებთ ხოლმე რა :)
giorgi4444
02 ოქტომბერი 2020 13:35
2
სორმონა მართალია მეც მზად ვარ ჩემი 4 ბილეთი 1 ბილეთში გადავუცვალო ფედერაციას
giorgi
02 ოქტომბერი 2020 12:49
1
ბილეთების თანხა ავტომატურად უნდა დააბრუნოთ ანულირება ამას ნიშნავს.. მაგრამ როგორც ჩანს ბიუროკრატიულ პრობლემებს ქმნიან და იმის იმედი აქვთ რომ გარკვეული ნაწილი 1 თვეში ვერ ან არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას და ამის ხარჯზე ცოტა ფულს იშოვნიან... სირცხვილი ფედერაციას
giorgi
02 ოქტომბერი 2020 12:47
18
არავინ არ შეირჩენს ამ თანხას!!! ასეთი აზრები როგორ მოგდით თავში???!!!! ავტომატურად უნდა დააბრუნოს რას ნიშნავს, როგორ???!!! ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს!!!!ყველა დაიბრუნებს თავის თანხას!!! თუ კაცი ერთ ადგილს არ აწევს და დაიკიდებს, ბუნებრივად დარჩება იმ ანგარიშზე, რომელზეც ჩაირიცხა!!! აბა სახლში ხომ არ მიუტანს ფედერაცია !!! ნეგატივს ნუ ეძებთ იქ, სადაც არ არის!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 13:55
2
აბა კობი კორონას ელოდებოდა,რომ ცოტა ფული ეშოვნა,ეხლა ჩეფერინსაც გაუმაზავს,იქეთ ცოტას ჯანმოსაც შეახვედრებენ და იგულავებენ ხალხის ხარჯზე ხომ? მაგარი ფანტაზიები გაქვთ ზოგიერთებს,გვარამია და მელაძის კურსები გაქვთ გავლილი?
:-(
02 ოქტომბერი 2020 13:37
2
ხალხო, შინაარსის გამოტანა წაკითხულიდან არ შეგიძლიათ?
წერია, რომ ანულირდა ბილეთები.
წერია, რომ ტკტ.გე-დან ავტომატურად დაიბრუნებთ თანხას 1 თვის განმავლობაში.
წერია 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთო დეტალებს.

დიდი ალბათობით ხელახლა გაიყიდება 20,000 ბილეთი და ვინც მოასწრებს ყიდვს, ისინი შევლენ სტადიონზე - ლოგიკურია. ერთადერთი, ჯერ საქართველოს მთავრობის პოზიციაა გასარკვევი.

რა გჭირთ, წაიკითხეთ, გაიაზრეთ და მერე წერეთ კომენტარები, სულ ნეგატივზე დაგეშილები რატომ ხართ?! :დ
Just Supporter
02 ოქტომბერი 2020 11:17
1
აბა შენ ეგა თქვი,არსებობენ ადამიანები,რომლებიც მხოლოდ ცუდს ხედავენ,ყველაფერში უარყოფითს ეძებენ.ყველაზე ამზრზენი ხალხი არიან,"ამ ცხოვრების დედაც" მაგ ხალხის შემოგდებულია. სხვასაც განწყობას უფუჭებენ. მოდი რა დილით რომ ადგებით პატარა ლოცვა წაიკითხეთ, აივანზე გადით და ღმერთს მადლობა უთხარით რომ ჯანმრთელად ხართ,შემდეგ ოჯახის წევრებს,მეგობრებს და ახლობლებს მოეფერეთ და გაუღიმეთ,ცხოვრება მშვენიერია.
1
02 ოქტომბერი 2020 14:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული