"БЕЛАРУСЬ СЕГОДНЯ": ქართველები ფავორიტები არიან - ასეთი ისტორიის მქონენი როგორ ვერ გავიდნენ აქამდე ევროზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პლე-ოფის ნახევარფინალისათვის  სამზადისს შეუდგა ბელარუსის ეროვნული გუნდი. მომავალ შეხვედრას საინტერესო წერილი "БЕЛАРУСЬ СЕГОДНЯ"-მ მიუძღვნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"არც ბელარუსი და არც საქართველო ტოპ-ტურნირების ფინალურ სტადიაზე არ გასულან. ამაზე ორივე ქვეყანაში სწუხან, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ამაზე თბილისსა და ქუთაისში უფრო დარდობენ, ვიდრე მინსკსა და გომელში. ქართველების სასარგებლოდ უბრალოდ მათი შედევრული ისტორია ყვირის - ყიფიანით და შენგელიათი, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებით, მახარაძის ხმით, სოტკილავას დაუვიწყარი არიით და დარასელიას
დაუსრულებელი "სიმღერით". და ასეთი ისტორიის ქართველები ერთხელ მაინც როგორ ვერ მოხვდნენ ევროზე? როგორ ვერ გამოიყენეს ისეთი ავტორიტეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობით, როგორებიც ექტორ კუპერი, ალენ ჟირესი და კლაუს ტოპმიულერი არიან, კავკასიური ფინტების მთელი არსენალი? თბილისური მატჩის წინ ჟურნალისტები ამის თაობაზე აუცილებლად ჰკითხავენ ვლადიმირ ვაისს, ადამიანს, ვინაც სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და იქ თვით იტალიელებს სძლია.

ახლა თბილისში გუნდი მიხაილ მარხელს მიჰყავს, მას გეორგი კონდრატიევი ეხმარება, მაგრამ თუ მე მკითხავთ, აქედან რა გამოდნება, მაშინ მე გიპასუხებთ - "არ ვიცი".

ფეხბურთელთა კლუბების დასახელებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქართველებს შემადგენლობა უფრო ძლიერი ჰყავთ. სამაგიეროდ ჩვენთან რგოლები უფრო შეთამაშებულია. გამოცდილებაც (და სამწუხაროდ, ასაკიც) ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. პანდემიურ ეპოქაში კი თამაში მაყურებლების გარეშე მოგვიწევს, რაც კავკასიელებს ერთ-ერთი მძლავრი კოზირის გარეშე დატოვებს.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ქართველები ფავორიტები არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. და ყველას შესანიშნავად ესმის, სხვა მატჩი არ იქნება. დაე არც ერთი ფეხბურთელი ავად არ გახდეს, ხოლო ჩვენ ვუქომაგებთ!".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთ-ერთი კარგი სტატია რაც კი წამიკითხავს საზღვარგარეთული გამოცემის მიერ დაწერილი ჩვენს ნაკრებზე თუ ფეხბურთზე
krazana
04 ოქტომბერი 2020 20:13
0
შოთაც მიყვარს, ქეცბაც და იაშკაც, მაგრამ დღეს ნაკრების ბიჭები უფრო გულით, სისხლით და მონდომებით თამაშობენ, უფრო ტკივათ და განიცდიან, ჰიმნი უყვართ და ნაკრებში უხარიათ! ამიტომ მე მჯერა! ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ბასკი
04 ოქტომბერი 2020 11:57
2
კარგი “
გუჯი
04 ოქტომბერი 2020 18:51
1
70-80 წლებში საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი,ბარე ბევრს გავუმწარებდით ყოფას...არა უშავს,ჩვენი სამშობლო კიდევ გაბრწყინდება ღრუსების და მათი "უკანალისმლოკველების" ჯინაზე.
ემიგრანტი ქაქუცა
04 ოქტომბერი 2020 10:01
7
პირველი გოლი თუ მალე გავიტანეთ მერე ვეღარ დათვლის ბელორუსის მეკარე გაშვწბულ გოლებს
იაგო
04 ოქტომბერი 2020 08:52
1
1:1-ს ვხედავ ძირითად დროს. პენალტების სერია არ იქნება!
ლელა
04 ოქტომბერი 2020 00:41
24
ყიფიანის დრო კარგი იყო მაშინ საბჭოთა საქართველო იყო,ახლა არის დემოკრატიული საქართველო, აქ დიდი განსხვავებაა ამიტომ დიდი იმედი ნუ გექნებათ,სამწუხაროდ.
maxo
03 ოქტომბერი 2020 23:24
46
და რას იძახი, რო ახლანდელი ფეხბურთელები ჯობია მაშინდელს? თუ რაის იმედი არ ჰქონდეთ?
მიროსან
04 ოქტომბერი 2020 09:29
2
ლენინ-სტალინის მადლი გფარავდეს. ჩაქუჩ-ნამგლის ძალა კომუნისტური იდეალების გულმხურვალე დამცველს და ჭეშმარიტად, თქვენ დაიმსახურეთ ადგილი ლენინგრადის (ასე უღმერთოდ რომ შეუცვალეს სახელი სანკტ პეტერბურგზე) კუნტსკამერაში ...:)
მახოს
04 ოქტომბერი 2020 08:47
7
ყველა გამოხმაურება
ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე აი ნახავთ!!!
საქართველოსთვის!
03 ოქტომბერი 2020 22:59
4
ეჰჰჰ, ეგ მეც ვიცი მაგრამ მე თუ მოვესწრები მაგას ვდარდობ )
მეგრელი
04 ოქტომბერი 2020 00:34
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული