ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მიქაუტაძესთან კომუნიკაცია იაშვილს აქვს - განაცხადა კობიაშვილმა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

კობიაშვილმა აღნიშნა, რომ "სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის საკითხზე მუშაობენ, კომუნიკაცია ალექსანდრე იაშვილს აქვს, მაგრამ სურვილი ორმხრივი უნდა იყოს და იმედია, სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. მისი თქმით, სფფ-ს სხვა ფეხბურთელებთან აღნიშნულ საკითხზე ადრეც ჰქონდა და აქვს კომუნიკაცია და მთავარია, მათ  საქართველოს ნაკრებში თამაში უნდოდეთ.

რაც შეეხება ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრებას, კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ორშაბათს გადაწყდება.