ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი: სირცხვილია, როცა ქვეყნის პრიორიტეტი არის ბინძური პოლიტიკა და არა სპორტი!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი ირაკლი თოდუა 8 ოქტომბერს გასამართ მატჩზე სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას ავრცელებს.

"სირცხვილია!!! სირცხვილია, როცა ქვეყნის პრიორიტეტი არის ბინძური პოლიტიკა და არა სპორტი!

სირცხვილია, როცა სტადიონზე კორონაა და პოლიტიკურ შეკრებებზე არა!
სირცხვილია, როცა ჩვენს ნაკრებს გვერდში დგომის ნაცვლად ხელს ვკრავთ ასეთ მნიშვნელოვან დროს!
სირცხვილია!!!" - წერს ირაკლი.
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე "დინამო არენაზე" ჩაივლის. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
და არა სპორტი! " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა