მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე ლომებო. მიშა მესხისსა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მირთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია ოქროებო და 81ის 13 მაისს დინამოს სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ როგორც მამაპაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ ლომებო ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!
თედო
02:14 07-10-2020
2
8-ში ველოდები ბიჭს, ვინც გამარჯვების გოლს გაიტანს მაგის სახელს დავარქმევ, იმედია ჯიმი არგაიტანს ))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული