ჯანო ანანიძე: 8 ოქტომბერი დიდი გამარჯვების დღე იქნება - ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ "ინსტაგრამზე" მეტად ემოციური წერილი გამოაქვეყნა. მან თანანაკრებელებს წარმატება უსურვა და სინანული გამოთქვა, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება:

"8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება.

თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის.
ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი, თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელორუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ.

ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად.

წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას."

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯანო მალე უნდა გამოჯამრთელდე,ნაკრებს ჯანოს ნაირი ფეხბურთელი ჭირდება, ჯანო ბურთს და თამაშის რიტმს აკონტროლებს.აუცილებლად უნდა მონახოს ძალები და კარიერა უნდა გააგრძელოს,ჯანო ჯერ ადრეა კარიერის დასრულება.თუნდაც ფორმის აღდგენის მიზნით საქართველოში ითამაშოს არა მგონია რომელიმე გუნდამა ჯანოს უარი უთხრას.ძალიან დააკლდება ჩვენ ფეხბურთს ჯანოს წასვლა.ბოლომდე უნდა იბრძოლოს ჯანომ.
ziko
07 ოქტომბერი 2020 19:02
0
კარგი ბიჭია ჯანო, მიუხედავად იმისა რომ ვერ აეწყო საკლუბო კარიერა მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის. არავის არ უნდა დაავიწყდეს მისი საქციელი, როდესაც საქართველოს ნაკრები აირჩია მტკიცედ და უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. პირადად მე ამ კაცს მიხეილ ფოცხევრიას გვერდზე დავაყენებდი, როგორც თავდადების ნათელ მაგალითს. წარმატებები ჯანო, დაგვიბრუნდი მალე, გვჭირდები !
გიონატ
07 ოქტომბერი 2020 18:33
0
გაიხარე ჯანო. იმედია შენც მალე გამოჯანმრთელდები და დაუბრუნდები ჩვენს ნაკრებს.
ნუგზარი
07 ოქტომბერი 2020 18:17
0
გაიხარე ჯანო. იმედია დალაგდება შენი კარიერაც და ტრამვაც გაქრება უკვალოდ. ეს ის ბიჭია 16 წლისა ახალგაზრდულ ნაკრებში რო გამოიქცა კიევის დინამოდან და მაგის გამო გუნდიდან გაუშვეს. ეს ის ბიჭია რუსეთის ნაკრები შორს რომ გაუშვა, ეს ის ბიჭია მაღალი ხელფასის და ტრამვების მიუხედავად ყველა დაძახებაზე ნაკრებში რო მორბოდა!!! მადლობა ჯანო ყველაფრისთვის.
bokinio
07 ოქტომბერი 2020 14:31
0
ღირსეული კომენტარია!
gia jashi
07 ოქტომბერი 2020 18:11
0
ჯანო ჯიგარი ხარ, შენ ისევ გაიბრწყინებ სულ მალე.
ილია
07 ოქტომბერი 2020 12:56
0
ეს ის ადამიანია ვინც ნებისმიერ დროს იმსახურებს ნაკრებში ყოფნას. გამოჯამრთელებას და წარმატებებს გისურვებ ჯანო. მალე მენახე ნაკრების მაისურით მინდორზე, შენ იმდენი გააკეთე ნაკრებისთვის რომ შეგიძლია იამაყო უკვე და იმას როგორი თავგანწირვით თამაშობდი ნაკრებში ყველა ხედავდა, 8 ოქტომბერში შენი წვლილიც არის, აქამდე ხომ მოიყვანეთ ნაკრები 8-ში ჩათვალე რომ 12 მოთამაშით ვართ რადგან 11 ფეხბურთელი თავისსას და შენ წილ თამაშსაც ითამაშებენ. მალე ჩადექი ფორმაში რომ ევრო 2020 (2021) ნაკრებს გაყვე იქ სათამაშოდ. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
07 ოქტომბერი 2020 12:09
1
რომ გადახტებით, ჰოპლა მერე დაიძახეთ
გიო
07 ოქტომბერი 2020 10:40
54
იმ 53 კაციდან, ვინც ჩემს კომენტარს დისლაიქი გაუკეთა, ღმერთმა დაიფაროს და თუ წავაგებთ, 70-80% მკვდარს და ცოცხალს დაახურავს თავზე ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, იმის მაგივრად, რომ გაამხნევონ გუნდი და შემდგომი წარმატებები უსურვონ. რას ჰქვია ვითარსები, ანანიძის კომენტარს მოვაყოლე, თორემ რომ ვიგებთ, ამაში ეჭვი არ მეპარება 95% მინიმუმ. მილოცვებსაც მივიღებ, აბა რას ვიზამ :) ისე, ჩემთან რომ გამართეთ პოლემიკა, მთავრობასთან გაგვემართა და 5000-10000 კაცის რეგულაციების დაცვით შეშვება მოგვეთხოვა. ძალიან მინდოდა თამაშზე დასწრება, მაგრამ თუ მე ვერ ვიქნებოდი, ყოფილიყო სხვა, ოღონდ ყოფილიყო!
გიო
08 ოქტომბერი 2020 10:48
1
გიო, ნუ ითარსები. მოგილოცავ წინასწარ გამარჯვებას
ALONZO
07 ოქტომბერი 2020 17:24
1
ყველა გამოხმაურება
გაიხარე, ჯანო! წარმატებები ნაკრებს! გამოჯანმრთელება შენ, ნაკრებში დაბრუნებას გისურვებ!
alexandre
07 ოქტომბერი 2020 10:19
1
სამწუხაროა.შენც იმსახურებ ჯანო ნაკრებთან ერთად ყოფნას.
master
07 ოქტომბერი 2020 10:16
1
კომერსანტის განცხადება!))
საბა
07 ოქტომბერი 2020 09:19
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული