შოთა არველაძე ნაკრებს მიმართავს: შეგიძლიათ ყველაზე დიდი გამარჯვება გვაჩუქოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ჩვენს ეროვნულ გუნდს ბელარუსთან მატჩში გამარჯვება უსურვა:

"ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა.

თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები, საქართველო!", - წერს შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენს ფეხბურთელებს ვუსურვებთ, ლამაზ გამარჯვებას!
ნონა
15:07 08-10-2020
0
ბიჭებო! დღეს უნდა მოაწყვოთ საფეხბურთო ზეიმი და გაახაროთ ქართველი გულშემატკივრები, დასანანია ამ კორონას გამო, რომ ვერ ვესწრებით თორემ გადატენილი იქნებოდა დინამოს სტადიონი. ამინდიც ხელს გიწყობთ და აბა თქვენ იცით, არ დაგვაღალატოთ. წ ა რ მ ა ტ ე ბ ა!
გოჩა
15:00 08-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული