ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველო ბელარუსის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მოვიგეთ ბელარუსთან და გავედით პლეი-ოფში... ეხლა თუ მოვიგებთ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და თაობების ოცნება ასრულდება.

ბევრი წავიკითხე ძლივს გავედით, ესე გავედით, ისე გავედით... კარგით რა, თქვე კაი ხალხო! თან გავედით და ლამაზად გავიდეთ 70-წლების ბრაზილია ჰომ არ ვართ?!

ვართ საქართველოს ნაკრები და შეეგუეთ და გაუსწორეთ რეალობას თვალი, რომ სადაც მივედით, ძალიან კარგია რომ მივედით.

გვაქვს უნიკალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვყავს
გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის ღირსია, მაგრამ მოგვცეს ერთა ლიგით ამის შანსი არ სჯობია გავიდეთ?!

ადრე, რომ ვიტყოდით ანდორასთან მოვიგეთ და თამაში არ მოგვეწონაო, გამოვარდებოდნენ და რა არ მოგეწონათ მთავარია მოვიგეთო და ეხლა რა მოწონება-არმოწონებაზე დამიწყეთ საუბარი ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მერე?!

მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ირლანდიას და ალბანეთს ასჯერ შევხვდით უკვე და ნიდერლანდებთან ერთხელაც არ გვითამაშია.

მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია და მგონია, რომ იქ თამაში იქნება დაზვერვა და ფინალური მატჩისთვის მზადება.

სიმართლე გითხრათ, მეც შემტევი და აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ეს არაერთხელ მინახავს და მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ თამაშში მთავარია გავიდეთ და როგორ მოხდება ეს ენა არ მომიბრუნდება.

ერთადერთი ენა მომიბრუნდება იმაზე, რომ დააყენეთ ეს კვარაცხელია თავის ადგილას რა... რა კარგი ბიჭია და "თამაში გააკეთა". საუკეთესოა და იმ პოზიციაზე დააყენეთ რაც "რუბინში" აქვს.

მარცხენა ფლანგზეა მაგის ადგილი და ასე არის ბავშვობიდან. მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა სალუქვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ