ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ხოაკინ კაპაროსი: საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, 1 შეცდომა გადამწყვეტი შეიძლება იყოს

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების ესპანელმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"შეხვედრამდე ძალიან რთულ პირობებში მოვედით, თუმცა ამან გუნდი უფრო შეკრა. გამარჯვების მოსაპოვებლად და ხალხის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

გევორგ კაზარიანი ტრავმას იშუშებს და საქართველოსთან არ ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, ესტონეთთან მოედანზე იქნება.

მხითარიანის მოედანზე ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც თანაგუნდელთა მოტივირება მინდორზე ყოფნითაც შეუძლიათ.

ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგ, გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს.

ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, გადამწყვეტი
გახდეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ,"- აღნიშნა კაპაროსმა.

მოგეხსენებათ, მატჩი ხვალ, 11 ოქტომბერს პოლონეთში, ქალაქ ტიხიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია sport.news.am-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ