დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთს დაუპირისპირდება. სფფ-ის საიტთან მომავალი მატჩის შესახებ მცირე კომენტარი ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა:
"ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ".