პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთთან 0:1-ს აგებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 0:1 წააგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი
მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო
გოლი: ბაირამიანი (6)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო, გრიგორიანი, ბარსეგიანი, მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, შენგელია, გვილია, ყაზაიშვილი, კაჭარავა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ესიყო უბრალოთ ნაყომარები თამაში და ეგიყო და ეგ აჩუქეს ამ ჩუქჩა სომხებს ფრე ნახავთ აქ რა ანგარიში იქნება მაგათ წიოკს ჯოჯოხეთშიც გაიგებენ
5
აი ამიტომ უნდა გვყავდეს ქართველი მწვრთნელი... ელოვაკია და კიდია სომხეთია აზერი თუ ჩინეთი... მეორე შემადგენლობაც არის და მეორეც.. ასეთი მეათე შემადგენლობა? ხოჭოლავა სკამზე... კვარაცხელიას რო ეთამაშა ბოლოს 15 წუთი რამეს დააშავებდა? ძალიან დაბალი დონეა ეს ვაისი და გოლს თუ ვიტანთ იქ რამე ტაქტიკას თი ხედავთ თქვენ საღოლ...
Roma
22:01 11-10-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული