საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ეს ვაისი არის ნამდვილი მეხუთე კოლონა.
კაცი, რომელიც სომხეთთან, თან არა ამხანაგურ მატჩში, დააყენებს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც 1 თამაშიც კი არ უთამაშია ერთად, ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზზს ეხება, ამის შემდეგ, საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკო.
ეს არის დანის ჩარტყმა ზურგში.
ეს კაცი სულ პანჩურის რტყმით უნდა გააგდო აქედან და ფედერაციაც მიაყოლო.
dato
11 ოქტომბერი 2020 23:44
13
ლაკვეხელიანი,კუცია,ქოჩორაშვილი,ნიუა, მალი-ამ ბიჭებს რითი ჯობიან ნავალოვსკი, დაუშვილი, ჯიღაური, კობახიძე? მიეცი რა შანსი ახალგაზრდებს შე დალოცვილო.
ჯვაროსნები
11 ოქტომბერი 2020 23:38
1
კაი თამაში ვითამაშEთ,წინა ბელარუსთან შედარებით,მართლა გულდასაწყვეტი ფრე იყო. მაგრად რომ ვითამაშEთ და თან მოვიგეთ მასეთი შოტლანდიასთან 2-1 მოგების შემდეგ არ გვითამაშია,ხორვატიას რომ მოუგეთ 1-0 ,არც მაშინ გვითამაშია კარგად ,უბრალოდ კარგად დავამთავრეთ ანუ მოვიგეთ.ცუდად რომ ვთამაშობთ მაშინ ვიგებთ.ვერავინ იტყვის დღეს ნაკრებმა ცუდად ითამაშაო,რათქმაუნდა შეცტომები იყო,მაგრამ თამაშს ვერავინ დაიწუნებს,გარდა შედეგისა.მადლობა ბიჭებს და მაკედონიასთან მოგებას გისურვებთ
M.DM
11 ოქტომბერი 2020 23:33
6
სირცხვილი ლიოვააას! დიდი სირცხვილი! ეს რა გააკეთეთ ტოოო?!! აბა ამ თამაშის ფრე იქნებოდა???
ან ის რა გვარია, დიდი ღიპით რო დარბოდა, ლუდის ბარმენივით, ეგ ფეხბურთელი არაა, რაგბისტი? არ ეგ, აბა ვინაა, ვინ იცის მისი ნამდვილი სახელი, იცის ვინცხამ???
ხტფუიიიი! რაფრა გააგორეთ ფრე, თქვე ყურუმსაღებო!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 ოქტომბერი 2020 23:32
35
ბაია პატარაია რას ფიქრობს ამ ფრეზე?
გელა
11 ოქტომბერი 2020 23:28
1
პირადად მე სასიამოვნოდ გამაოცა გუნდმაც და ვაისმაც.
ვისმა იმიტომ რომ უპრეცედენტოდ გარისკა, 9 კაცი შეცვალა მოგებული გუნდიდან და ორი კურდღელი დაიჭია. თან დაასვენა ბევრი მოთამაშე მაკედონიასთან თამაშისთვის (იგივე გააკეთა სხვათაშორის მაკედონიამ, პანდევი და რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი შეცვლაზე ჰყავდა და ლამის წააგო ესტონეთთან) და ამასთან ვაისმა საქმეში ნახა თითქმის ყველა, ვინც ჰყავდა გამოძახებული. სამომავლოდ ეს ძალიან კარგია.
ბიჭებმაც სასიამოვნოდ გამაოცეს. არ ვიცი, სომხეთი იყო სუსტი თუ რა, მაგრამ ამ გუნდს არაფერი ემჩნეოდა რომ მეორე შემადგენლობა იყო. დალაგებული თამაში იყო და კარგად უტევდნენ. ფაქტია დავჯაბნეთ მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში. ის რომ უნებლიე შეცდომა მოგვივიდა და დაუშვილს შემთხვევით მოხვდა ხელში, რას იზამ, ფეხბურთი და ხდება ხოლმე. არ გაგვიმართლა. პირველი გოლიც 10 კაცს გაგვიტანეს. საერთო ჯამში მე მომეწონა ის რომ ამ ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს და თავდაჯერება შეემატებათ მომავალი მატჩებისთვის, რაც ასე გვჭირდება.

პ.ს. სატურნირო თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მაკედონიას გასვლას მაინც მოვუგებთ მეჯრა. თუმცა ფრეც რომ ვეთამაშოთ მაინც შეიძლება გავიდეთ პირველ ადგილზე. ბოლო ორ თამაშს თბილისში ესტონეთს და სომხეთს მოვუგებთ და თუ კარგი ანგარიშებით მოვიგეთ შეიძლება ბურთებით გავასწროთ მაკედონიას, მაგათაც რომ ორივე მოიგონ. თან მაგ დროს უკვე ევროპაზეც ვიქნებით ალბათ გასულები და აღმაფრენით ითამაშებენ ბიჭები. მოკლედ დაველოდოთ რა მოხდება 14 ში მაკედონიასთან და უკეთესად გამოჩნდება სწორი იყო თუ არა ვაისი.
მომეწონა
11 ოქტომბერი 2020 23:26
7
საქართველო და პორტუგალია, თურმე ჩვენ ორს არ წაგვიგია საერთოდ, რაც ეს ერთა ლიგა არსებობს
domenti
11 ოქტომბერი 2020 23:25
2
ქიჩორაშვილი,ლაკვეხელიანი,მალი, ნინუა. კუცია - ამ ბიჭებს რითი ჯობიან ჯიღაური,კობახიძე, დაუშვილი და ნავალოვსიკი? თუ გამოცდა გინდა და მომავლზე ხარ ორიენტირებული, აგერაა ახალგაზრდა ბიჭები და მიეცი რა შანსი შე დალოცვილო.
ჯვაროსნები
11 ოქტომბერი 2020 23:22
20
ასეთი ანეგდოტი არსებობს, კურდღელი ტყეში ლომთან დაძმაკაცდებ და მგელს დაწყებს დაჩაგვრას. ხან რა მიზეზს უპოვის ხან რას. რატომ ეს სიგარეტი არ გაქვსო, რატომ სანთებელა არ გაქვს, ასანთი რად მინდაო. მოკლედ შეწუხებულმა მგელმა ყველა მარკის სიგარეტი, ასანთი და სანთებელა ჩაიდო ჯიბეში. კიდევ შეხვდა კურდღელი და მიზეზი რომ ვერ უპოვა, ბოლოს ეუბნება, რატომ ყურებიანი ქუდი არ გაფარია შენი დედაო და წაუთაქებს ისევ :)

რა ქოჩორაშვილი, რა კუცია და ნინუა. კი არ ეწელება ნაკრები, ვისაც ვინ მოგწონთ ან ვისი მეგობარი და ნათესაბი ხართ ყველა რომ გამოიძახოს. რა მნიშვნელოვა აქვს კუცია იქნება, ქოჩორაშვილი თუ ვინ, ძირითადში ხომ მაინც ვერ მოხვდებიან. უნდა ისხდნენ სკამზე და სკამზე საჯდომი ხალხი საკმარისად ჰყავს ვაისს.
რა ნახეთ ამ კრიტიკოესბმა
11 ოქტომბერი 2020 23:45
1
გრიგალავას თამადობით ყველა კაი პურის მჭამელ კაცს გაუმარჯოს
მეგრელი
11 ოქტომბერი 2020 23:21
2
AUEEE JIGARI XAR
x
11 ოქტომბერი 2020 23:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული