საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ვუყურებდი და მეც ეგ ვიფიქრე შეტევაში მეტი კომბინაცია იუყო დგეს უბრალოდ დაცვა უშვებდა შეცდომებს.არაუშავს მაკედონიამაც ვერ მოიგი
Mosexoneli
11 ოქტომბერი 2020 22:09
2
ორი უკლასო გუნდის ჯახირი!!! ბოლოს ძალით მოტანილი პენალტი!!! ჯერ უაზროდ ვკარგავთ ბურთს,შემდეგ უკან ცუდი პპასი მეკარეზე,შემდეგ მეკარეს ელემენტარული ბურთი ვერ ამოაქვს,რასაც მოსდევს სომხების შეტავა,არც თუ ისე სახიფათო დარტყმა და დაუშვილის უაზრო,სრულიად გაუმართლებელი თამაში,ხელი,პენალტი და გოლი!!!აი ასე გავუშვით თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან,არადა კლასიანი გუნდი სომხებს,ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოუმთავრებდა საქმეს!!!საქართველოს ნახევრად სამოყვარულო ჩემპიონატიდან არც ერთი ფეხბურთელი ნაკრებში,განსაკუთრებით ნავალოვსკი,რომელმაც მთლიანად ჩააგდო თამაში და რომ არა თანაგუნდელების დროული დაზღვევები,ბევრი პრობლემები შეგვექმნებოდა.კობახიძეც ბევრჯერ შეცდა უხეშად!!!ევროპის ჩემპიონატზე გავალთ,მაგრამ რეალურად იქ არაფერი გვესაქმება!!!
!!!
11 ოქტომბერი 2020 22:08
13
მესამე შემადგენლობა დააყენა ვაისმა და გუნდი დაფრინავდა,რას უყურე შენ ?? მაგარი ლამაზი თამაში იყო ,კი მცველებზე გეთანხმები ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვეს.
.
დევკალიონი
11 ოქტომბერი 2020 22:39
4
საქართველოსთან წაგებას ყარაბაღის დაკარგვა მირჩევნოდა.
სომეხი მძღოლი
11 ოქტომბერი 2020 22:08
15
მახსოვრობაზე როგორ ხარ? არც პირველი იქნებოდა და დამიჯერე არც უკანასკნელი.
G.LA
12 ოქტომბერი 2020 04:31
0
თბილისში რომ არ ამოგტენოთ რას იკისრებ?!
გურჯი
11 ოქტომბერი 2020 22:57
0
მშვენიერი იყო კაჭარავა შენგელიას დუეტი, ოქრიაშვილმა გოლი კი გაიტანა შენგელია წყალობით მაგრამ ნახევარი საათი არაფერი გაუკეთებია, ისევე როგორც ლობჟანიძე-ლონჯანიძე დუეტს, ეს დაუშვილი კი მე რომ ვაისი ვიყო აღარასოდეს ვათამაშებდი საქართველოს ნაკრებში. ნუ გრიგალაშვილმაც სუსტად ითამაშა. ორთაბრძოლებში კარგია, მაგრამ პასებში საშინელება და მეკედონიასთან არ კი უნდა იფიქრო. მოკლედ ძველი დაცვა და ახალი თავდასხმა მაკედონიასთან.
irakli
11 ოქტომბერი 2020 22:07
3
არაუშავს ბიჭებო ფეხბურთია მაგის ... ყველაფერი ხდება არაუშავს ძმებო მთავარი თამაშები წინ არის. ჩვენ თქვენთან ვართ!!!
იბერია
11 ოქტომბერი 2020 22:07
4
ძალიან გული დამწყდა!!! 8-წუთი და ჯგუფი მოგებული გვქონდა. ეხლა კი მაკედონიაში გვაქვს აუცილაბლათ მოსაგები.. საუკეთესი იყი შენგელია კაჭარავას დუეტი... ეს დაუშვილი ხო მუდმივათ თარსია ნაკრებისთვის რა უნდოდა ვაის დაეტოვებინა კანკავა თამაშის ბოლომდე??
გია
11 ოქტომბერი 2020 22:06
5
Da rato gindat ro es liga movigot ver vxvdebi. Am momentshi msiplioze gasvlis shansi 0 tolia c ligidan. Ar jobs momaval wels isev evropaze mosaxvedrad gamovikenot, isev rom ikneba garantirebuli adgili c ligistvis.
Nk
11 ოქტომბერი 2020 23:10
7
აბაა ჩემი.. პირველი ადგილი ჯგუფში, ხოარ ღადაობ!?? :(( ეჰ..
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:14
9
ვუკურე ტამაშს და გამომცხადებელი თქვამდა ქარტველებს ათი კაცი გვაკლია ძირიტადშიო, რა გამოდის ერთი კაცი გვეტამაშებოდა. საკარტველოს მეორე ნაკრებს რომ ვერ მოუგებ და ბოლო წუთზე პენალტიტ გაუტანაბებ ანგარიშს სირცხვილია
სომეხი
11 ოქტომბერი 2020 22:06
11
აშარად მოსაგები თამაში იყო ამ შემადგენლობითაც კი და რომ არა ზედმეტი ექსპერიმენტები დაცვაში ასეც იქნებოდა.. კობახიძე გრიგალავა ერთად მეტისმეტია.. მალის დაყენებაც შეიძლებოდა.. გვილიას მოკლებული აქვს და იმედია მოუმატებს. შენგელია კარგი იყო. ვაკოს უნდა გაეტანა, როგორც ყოველთვის სტაბილური იყო, ცუდი იყო კანკავას ყვითელი ბარათი.
კაჭარავა შეეძლო რონალდუს დაწეოდა ნაკრებში გატანილი გოლებით.. მთლიანობაში არ იყო ცუდი თამაში.. ვაისმა დღეს ცვლილებები გააკეთა და გამიკვირდა
ლაშა
11 ოქტომბერი 2020 22:30
2
"გამომცხადებელი")))), ჯიგარი ხარ!
domenti
11 ოქტომბერი 2020 22:21
1
ყველა გამოხმაურება
ვაის წადიიიი!
სადაა ის ხალხი დისლაიქებს რომ მიწერდა?
ამას ვინც დაადისლაიქებს ან სომეხია, ან ბრმა.
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:04
76
აქა ვარ , მე გიწერდი :)) ვაისი უნდა დარჩეს აუცილებლად და შენ კიდევ ფეხბურთის ფანი უნდა გახდე. მართალია არ გესმის, მაგრამ ხომ გიყვარს? :)) და არაფერი პირადული, ცოტა იუმორით უყურე ამ ყველაფერს :)
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:17
8
არც სომეხი ვარ და მითუმეტეს არც ბრმა მეგობარო ;) ვაისი ზუსტად იქ არის სადაც უნდა იყოს! ევროპაზეც გაგვიყვანს და მერე ფეხები გექნებათ საკოცნი :)
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:12
10
ყველა გამოხმაურება
აი ამიტომ უნდა გვყავდეს ქართველი მწვრთნელი... ელოვაკია და კიდია სომხეთია აზერი თუ ჩინეთი... მეორე შემადგენლობაც არის და მეორეც.. ასეთი მეათე შემადგენლობა? ხოჭოლავა სკამზე... კვარაცხელიას რო ეთამაშა ბოლოს 15 წუთი რამეს დააშავებდა?
ვაისი სახლში
11 ოქტომბერი 2020 22:04
39
შენ ბიძია სახლში რო ხარ მოკალათებული და უწკაპუნებ კლავიატურას ყველა შენაირ მოცლილი არაა და ჯერ გაიგე სად ვარ და მერე ილაპარაკე...... როარ მქონდა იფორმაცია ესეიგი ვერ მოვიძიე რატო ვერ მოვიძიე ესეიგი პრობლემა იყო ნეტის.... დვალი ეთამაშებინა ან ტაბიძე.. გრიგალავას ნდობა და არც კობახიძის არ შეიძლება არცერთი არაა იმ დონის დიდ გუნდებთან დააყენო. ეს ნავალოვსკიც საიდან მოჩხრიკეს?!
დათოს
11 ოქტომბერი 2020 23:58
6
საერთოდ აზრზე არ ხარ რას წერ!!! რა ხოჭოლავა , რის კვარაცხელია , არცერთი არ იყვნენ განაცხადში!!! ცოტა შეწუხდი, რაღაც ინფოები წაიკითხე და მერე დაწერე კომენტარი!!! სრულ უცოდინარობას ამჟღავნებ!!! სირცხვილია მართლა!!!
დათო
11 ოქტომბერი 2020 22:29
2
ყველა გამოხმაურება
შედეგის მიუხედავად მე დღევანდელი თამაშის ხარისხი უფრო მომეწონა ვიდრე ბელარუსთან რადგან სომხეთმა უბრალოდ ზღაპარში გაგვიტანა გოლები ყველაფერს ვაკონტრილებდით ლაღად და კომბინირებულად ვითამაშეთ მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია არაუშავს. პს რაღადროს ბუნა დაუშვილია დიდი პატივისცემის მიუხედავად
გიო ნოზაძე
11 ოქტომბერი 2020 22:04
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული