საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
თავიდანვე ვიცოდი,რომ ეს თამაში ფრედ დასრულდებოდა,როგორც რუსეთისა და თურქეთს მატჩი.არავინ სთქვას რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.


არ დაბლოკოთ




























....
14 ოქტომბერი 2020 16:53
0
ზედმეტად არაკორეკტული და მომთხოვნი გულშემატკივარი გვყავს(თუმცა ცუდი ამაში არაფერია)მეგობართან ერთად უყურწ ,რომელიც არ არის ფეხბურთის ბალეშიკი და თამაშმა ისე მოხიბლა რომ მაკედონიასთან ერთად დავგეგმეთ ყურება,სხვათაშორის მეც მომეწონა თამაში უხვგოლიანი,კომბინაციური,ტემპიანი!მაგრამ მაინც არ მოგწონთ,)) ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება,
თეოფა
13 ოქტომბერი 2020 03:02
2
სომხებთან თამაშმა დაამტკიცა შემდეგი: მართალია, არ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ერთი გუნდი, მაგრამ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი. დროთა განმავლობაში თუ ამაღლდა კლასი და ორიდან მივიღეთ ერთი ძლიერი ნაკრები, კარგია.
ჰავლაბრელი ტიღუა
12 ოქტომბერი 2020 19:23
2
ცუდ სიზმარში რომ ხარ _რო გარბიხარ და ვერ გარბიხარ, ისეა ჩვენების თამაშები _გატანამდე მიაქვთ ბურთი, იტანენ, იტანენ და ვერ იტანენ. მაგათ თამაშებზე ჰაერის უკმარისობა მემართება ხოლმე ისე როგორც ცუდ სიზმარში
ზურაბ
12 ოქტომბერი 2020 18:13
1
ყველაფერი კარგი მაგრამ ამ აუტის მოწოდება რა ვერ ისწავლეს ისე რომ ბურთი არ დაკარგონ ეგრევა?! ზოგადად სტანდარტულები დიდი პრობლემაა.
ლაშა
12 ოქტომბერი 2020 18:05
0
მადლობა ნავალას რაც ნაკრებისთვის დახარჯულა და უომია მაგრამ,თუ დააკვირდით წლებია უკვე ერთი და იგივეს აკეთებს ბურთი მიუვა აჩერებს და ცენტრალურ მცველს უბრუნებს,რასაც კაკაბაზე ვერ იტყვი,მიდის ამწვავებს ქმნის,ძალიან საწყენი ქულები დავკარგეთ ბოლო 10 წუთი ცენტრი ჩავარდა ამ უაზრო ცვლილებებით,იმედია მაკედონიასთან დადგება სასტავი შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ როგორც გუშინ...
ნავალოვსკი
12 ოქტომბერი 2020 17:38
0
ისე მაკარიძეს ძლივს შანსი მისცა და რანაირი მცველები დაუყენა წინ
David
12 ოქტომბერი 2020 16:58
0
ორივე გუნდი მოედანზე 11 მოთამაშით გამოვიდა, მაგრამ გრიგალავს წონის გათვალისწინებით სომხები უმცირესობაში იყვნენ:)
Caruzo9
12 ოქტომბერი 2020 15:58
0
გრიგალავა - შერკინების წინა ხაზში! ცენტრში!
ოზუზი
12 ოქტომბერი 2020 16:18
0
გრიგალავას საღოლ, მაგარია ითამადა!!!
Vasil
12 ოქტომბერი 2020 15:27
0
დაუშვილს რა უნდა ნაკრებში კი არა და საერთოდ ფეხბურთში!
zviads
12 ოქტომბერი 2020 15:03
2
დაუშვილმა დვალიშვილი ჩაანაცვლა ნაკრებში)))
ტარიელი
12 ოქტომბერი 2020 19:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული