ვლადიმირ ვაისი: მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთის ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე. კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში
ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლე-იოფის ფინალში შევხვდებით", - ციტირებს ვაისს სფფ-ის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რომ მიყარე პანტა პუნტით შეცვლები 5 წუთი არ შეგეძლო მოგეცადა და თამაშის ბოლოს შეგეცვალა!? ხან სულ არ იყენებ ამ შეცვლებს და თუ იყენებ 90 - ე წუთზე შემოგყავს! ეხლა რა დაგემართა, რა მოხდა ასეთი?
მწრთვნელი
19:57 12-10-2020
0
. აბურჯანიას და შენგელიას მიეცათ შანსი და მგონი დაიმსახურეს ძირითადი. ვაკოს, თუ უნდა, თამაშობს,მარა კარში კუტხეში რომ უნდა დაარტყას, ამდენს ვერ ახერხებს. ოქრი კიდე გამრჯეა და გულიანი, მარა, ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ აფერხებს თითქოსდა შეტევებს. დაცვა, ბატუმის დინამოა ბოლობოლო, დი ნა მოოო. თუ ახალ სასტავს აყენებდა, ისეთები გამოეძახებინა რომლებსაც არ უთამაშიატ, მაგალითად ლაკვეხელიანი, ნინუა, მჭედლიშვილი, პაოკშია კიდევ ერტი მცველი. რავა არ იცის ნავალას და ჯიღაურს რა შეუძლიათ? შეტევას ამწვავებენ, მარა დაცვასი ნულები რომ არიან არ იცოდა? მაგენის ბრალია ის გოლები, გრიგალავა არ არის ადრინდელ ფორმაში, მარა რომ არ ყოფილიყო, კიდევ გავუშვებდით. კაჭარავას ბორძიკი კი იცის ვაისამ და გამოეცადა საბა ლობჟანიძე ცენტრფორვარდის პოზიციაზე, სწრაფია, ტექნიკაც აქვს, პოზიციას კარგად არჩევს, თავითაც თამაშობს და კარგადაც ურტყამს და მგონი ისედაც იმსახურებს მეტ ნდობას. სტრანნი კაცია ვაისა, კიდე სეცვლის სასტავს, ანუ დაუბნია ტავ-გზა მაკედონელებს, თამაშს და სასტავს მალავს და სწორსაც შვრება, მარა ეს თამაში მოსაგები იყო. არ უნდათ ც ჯგუფში გადასვლა? კაი გუნდებტან ითამაშებდნენ და გუნდიც უფრო გაიზრდებოდა, ხომ უნდათ მსოფლიოზე მოხვედრა? მგონი ევროპაზე მოვხვდებით და იქაც ჯგუფში, კარგად გამოვალთ, მერვედფინალში გავალტ, ხოდა ამისთვის ამზადებს გუნდს ვაისა. ასე ეტყობა. 14-ში მოვიგებტ და გავალთ პირველზე
ვასო
18:33 12-10-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული