ვლადიმირ ვაისი: მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთის ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე. კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში
ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლე-იოფის ფინალში შევხვდებით", - ციტირებს ვაისს სფფ-ის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რომ მიყარე პანტა პუნტით შეცვლები 5 წუთი არ შეგეძლო მოგეცადა და თამაშის ბოლოს შეგეცვალა!? ხან სულ არ იყენებ ამ შეცვლებს და თუ იყენებ 90 - ე წუთზე შემოგყავს! ეხლა რა დაგემართა, რა მოხდა ასეთი?
მწრთვნელი
12 ოქტომბერი 2020 19:57
0
. აბურჯანიას და შენგელიას მიეცათ შანსი და მგონი დაიმსახურეს ძირითადი. ვაკოს, თუ უნდა, თამაშობს,მარა კარში კუტხეში რომ უნდა დაარტყას, ამდენს ვერ ახერხებს. ოქრი კიდე გამრჯეა და გულიანი, მარა, ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ აფერხებს თითქოსდა შეტევებს. დაცვა, ბატუმის დინამოა ბოლობოლო, დი ნა მოოო. თუ ახალ სასტავს აყენებდა, ისეთები გამოეძახებინა რომლებსაც არ უთამაშიატ, მაგალითად ლაკვეხელიანი, ნინუა, მჭედლიშვილი, პაოკშია კიდევ ერტი მცველი. რავა არ იცის ნავალას და ჯიღაურს რა შეუძლიათ? შეტევას ამწვავებენ, მარა დაცვასი ნულები რომ არიან არ იცოდა? მაგენის ბრალია ის გოლები, გრიგალავა არ არის ადრინდელ ფორმაში, მარა რომ არ ყოფილიყო, კიდევ გავუშვებდით. კაჭარავას ბორძიკი კი იცის ვაისამ და გამოეცადა საბა ლობჟანიძე ცენტრფორვარდის პოზიციაზე, სწრაფია, ტექნიკაც აქვს, პოზიციას კარგად არჩევს, თავითაც თამაშობს და კარგადაც ურტყამს და მგონი ისედაც იმსახურებს მეტ ნდობას. სტრანნი კაცია ვაისა, კიდე სეცვლის სასტავს, ანუ დაუბნია ტავ-გზა მაკედონელებს, თამაშს და სასტავს მალავს და სწორსაც შვრება, მარა ეს თამაში მოსაგები იყო. არ უნდათ ც ჯგუფში გადასვლა? კაი გუნდებტან ითამაშებდნენ და გუნდიც უფრო გაიზრდებოდა, ხომ უნდათ მსოფლიოზე მოხვედრა? მგონი ევროპაზე მოვხვდებით და იქაც ჯგუფში, კარგად გამოვალთ, მერვედფინალში გავალტ, ხოდა ამისთვის ამზადებს გუნდს ვაისა. ასე ეტყობა. 14-ში მოვიგებტ და გავალთ პირველზე
ვასო
12 ოქტომბერი 2020 18:33
0
მოკლედ ერთი და იგივე, უნდა მოგვეგო, მოსაგები თამაში იყი! ხალხო სჰევეგუოტ რომ ამათ მეტი და ჰა......
სანდრო
12 ოქტომბერი 2020 16:24
0
moica msoflioze gasasvlelad ar vibrdzvit?!... tu belarusebs rom mouget morch ayvelaferi? gasagebia clilebebi kai magram iseti fexburtelebi mainc gamoiyvane romelic evropaze gamogadgeba da ara isetebi romlebic karieris dasasruls arian .
emgranti
12 ოქტომბერი 2020 15:17
0
მსოფლიოზე გასასვლელად, ერთა ლიგის ა ბ და ც ლიგებიდან საუკეთესო 2 ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეიოფში 8 საუკეთესო მეორე ადგილოსანთან ერთად ძირითადი შესარჩევიდან... ასე რომ ა და ბ დივიზიონებში ჯგუფი ისეთებმა უნდა მოიგონ რომლებსაც განაღდებული აქვთ შესარჩევში პირველი ადგილი და ჩვენ დივიზიონში საუკეთესო პირველადგილოსანი უნდა ვიყოთ თან და თან ეს ყველაფერი რომც დაჯდეს შეიძლება ბოლო პლეიოფში კიდე ხორვატიას ან ჰოლანდიას ან ვინმე ეგეთებს შევხვდეთ სა აქ უბრალოდ ჯგუფს თუ მობიგებთ და ბ დივიზიონში გადავალთ კლასის ასამაღლებლად ეგ თემაა, თუ არც გადავალთ არც ეგაა პრობლემა, შემდეგ ერთა ლიგაზეც ევროპაზე გასასვლელად ისევ ც დივიზიონი ჯობია ვიდრე ბ... ასე რომ აქ კარგად მიდის ყველაფერი
რა მაფიაა?
12 ოქტომბერი 2020 15:43
0
ვერ ხვდებით რო ეს თამაში ფრე უნდა მორჩენილიყო??? ძაან პოლიტიკური თამაში იყო... აბა ეხლა ბოლო ათ წუთზე კანკავას და აბურჯანიას რო გაიყვან - იასნია ყუფარაძის დარეკილია რა )) ეხლა ნუ იმსჯელებთ ბევრს რა ))) ვაისსაც არ შეეშლებოდა ეგ შეცვლა, კანკავას გაყვანა ხო იმენნა გოლის გაშვება იყო )
ალო
12 ოქტომბერი 2020 15:09
3
ალბათ თამაში ნამდვილი იყო, ოღონდ ბოლოში ნამდვილად "დააკორექტირეს" ანგარიში
ოზუზი
12 ოქტომბერი 2020 15:45
0
უკეთესად და კარგი თამაშიც ნაცვლად, გამარჯვება უნდა ვისწავლოთ
vaaava
12 ოქტომბერი 2020 14:44
0
რა გახდა ეს დაუშვილი,რომ ვერ იცილებენ ნაკრებიდან,იცით ვინმემ?! ან მაგის ნორმალური თამაში თუ ახსოვს ვინმეს?!შენგელია მომეწონა ძალიან,ძირითადში უნდა ათამაშოს!
dima
12 ოქტომბერი 2020 13:06
5
რას ერჩით დაუშვილს???!!! შეცვლაზე შემოვიდა!!! რამოდენიმე მომენტში მეტოქის შეტევავჩაშალა!!! ბოლომდე იხარჯება!!! შემთხვევით მოხვდა ბურთი ხელზე და ამის გამო გადაუაროთ???!!! მაკარიძემ შემოიტანა ბურთი ცუდად და აქედან დაიწყო ყველაფერი!!!
დათო
12 ოქტომბერი 2020 14:41
0
ვინც ჩვენს მეზობლად მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს, ადვილად მიხვდებოდა, მატჩი ფრედ დამთავრდებოდა. ეს უმარტივესია. ასე ხდება ყველგან!
ვახო
12 ოქტომბერი 2020 13:06
5
რა თქმა უნდა, გეთანხმები. სხვა შედეგი უბრალოდ გამორიცხული იყო. ეს ჩვეულებრივი ეთიკაა და სპორტზეც ვრცელდება. ვისაც მაგდენი არ ესმის, ვერც გაიგებს. ამით სოლიდარობა გამოხატეს. არ გამოვრიცხავ, ესტონეთი-ჩრდ. მაკედონიის მატჩიც მაგ პრინციპით დამთავრდა ფრედ.
ვახო-ს
12 ოქტომბერი 2020 13:37
3
როცა ეთამაშები ნაკლებ სათამაშო კონდიციაში მყოფ შენზე სუსტ გუნდს- ასეთი თამაში უნდა მოიგო.აღარ უნდა ლაი-ლაი. ე.ი ჩაისვარე, ბიჭები გამოდიან და ასე და ისე, ძლიერად ვიტამაშეთ და სამწუხაროს ვერ მოვიგეთო, ყველაფერს თავისი სახელი და შეფასება ჭირდება, ჩაისვარეს, ჯერ ერთი დიდი ალბათობით ვაკოს პასი არ გაუკეთებია შორეულ კუთხეში უნდედა გატანა აცილებდა და შემთხვევით ოქრიც გაჩნდა. მაჩანჩალა გუნდში რომ სასტარტოშიც არ ხარ რა უნდა გრიგალავას ნაკრებში? დაუშვილი კი აქ როგორ მოვხვდიო იმის განცდით თამაშობდა და შედეგიც დადო.ვაისს შეიძლება გაამართლო იმით რომ ყველას აძლევს შანსს, მაგრამ ეგ ამხანაგურში უნდა გააკეთო, ასეთ მაჩანჩალა ჯგუფში პირველ ადგილზე თუ ვერ გავედით, უნდა დაახვიოს ვაისმაც და ბიჭებმაც თავჩაქინდრულებმა უნდა იარონ, რომ ამაყობენ პორშეებით და მაგისთანებით. იარონ ნისან მიკრებით და ა.შ . აზრზე მოვიდნენ არ აწყენთ.
გუსანი
12 ოქტომბერი 2020 12:20
14
ამხელა ანალიზს აკეთებ და ელემენტარული ის არ იცი რო ამხანაგური თამაშები აღარ ტარდება და ეს ზუსტად ერთა ლიგამ ჩაანაცვლა .
ლშ
12 ოქტომბერი 2020 12:43
4
ვლადიმერ, 5 წელია შეცდომებზე სწავლობ და უშედეგოდ. შენ შეცდომები არ გამოგელევა.
Status quo
12 ოქტომბერი 2020 12:05
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული