ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი: მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთის ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე. კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში
ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლე-იოფის ფინალში შევხვდებით", - ციტირებს ვაისს სფფ-ის საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ