ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკა კვეკვესკირი: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუზავდა (2:2), ნამატჩევს კი სინანული ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ვერ დამალა.

"შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.

გვქონდა შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.

ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში
წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ", - განუცხადა კვეკვესკირმა სფფ-ის საიტს.