ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

UEFA: საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმში ჩაატარებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და პრინციპულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

აღნიშნული მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისის შეგირდებს დაახლოებით ერთთვიანი პაუზა ექნებათ. C ჯგუფში "ჯვაროსნები" მომდევნო მატჩს სომხებთან 15 ნოემბერს, ესტონელებთან კი 18-ში ჩაატარებენ.

საინტერესოა, რომ უეფას ოფიციალურ გვერდზე დაფიქსირებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, "ბათუმი არენაზე" ითამაშებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ სფფ-ს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, ახალ არენაზე ჯერჯერობით საფეხბურთო მატჩი არ გამართულა.

altსაქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩავიდა

ასევე დაგაინტერესებთ