საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სკოპიეში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში 12 ოქტომბერს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

ამ დროისთვის სკოპიეში ჩვენი გუნდი 24 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც მომდევნო შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი
მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

13 ოქტომბრის განრიგი, ტოდორ პროესკის ეროვნული სტადიონი
12:30* - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში
14:15* - იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია
20:30* - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

*თბილისის დროით

უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო 5-5 ქულით ლიდერობენ. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 25 /
კაპიტანს მაგარი იდეოლოგია აქვს, მომეწონა. ამ ჯგუფში პირველზე თუ არ გახვედი, მსოფლიოზე ლიგიდან როგორ მოხვდები? ეს ერთი და მეორე, თუ ზედა , ანუ ბ ჯგუფში არ მოხვდი, როგორღა განვითარდები? თუ გასვლაა საკმარისი მხოლოდ? ბაყაყობა გირჩევნია ხო, ჭაობში ყიყინი. აქ ფრეს გამაზავ, რამე, პროტეჟეს შეაგდებ, კაზახეთში გაყიდი და რამე. ბედნიერია ცხოვრება. უბედურება ისაა, რომ ბევრია ამ ჭკუაზე
ვასო
13 ოქტომბერი 2020 22:15
1
ხვალ თუ კვარაცხელია ითამაშებს ეს იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი, საქართველოს ეზრდება მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი გადაჭარბების გარაშე ვამბობ
ბეღურა
13 ოქტომბერი 2020 19:49
0
ლორია - მალი, კვირკველია, ტაბიძე, დვალი - კვეკვესკირი, კიტეიშვილი,გვილია, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, - ქვილითაია
საქართველო
13 ოქტომბერი 2020 16:23
4
ეს თამაში არაფერს წყვეტს ,ამიტომ თავისუფლად უნდა ითამაშონ ,ბოლო ორი თამაშის ყურება რუსული და ინგლისური კომეტატორებით მომიწია ყურება ,უცხოეთში პირველი არხი იბლოკება ,ყურებს არ ვუჯერებდი ,კომენტატორები გადარეული იყვნენ ჩვენი გუნდის თამაშით,უბრალოდ რეალიზაცია უჭირთ ,თუ არა ყველა ძალიან ტექნიკური,სხარტი და სწრაფია ,აუ უბრალოდ, ბურთი გააგორეთ ისე როგორც იცით,ნურაფრის ნუ გეშინია! ნოემბერში ვერ ვიქნები საქართველოში რომ ვუგულშემატკივრო,ან არადა მაგრად მჯერა რომ გავალთ ევროპაზე.
დევკალიონი
13 ოქტომბერი 2020 16:06
2
ეს ერთა ლიგაც ბევრს წყვეტს. საგზურია მსოფლიოზე
toko
13 ოქტომბერი 2020 18:55
0
დაცვას მიხედეთ, დაცვას!!
სააკაძე
13 ოქტომბერი 2020 10:58
0
აბა თქვენ იცით ბიჭებო მარა რატომღაც მგონია რომ ამ ჯგუფში ჩემი სუბიექტური აზრია საქართველო არ ცდილობს პირველი ადგილის დაკავებას შეიძლება რაღაც მომენტში სხვა გათველებია რადგან იმ ზედა ჯგუფში ჩვენი პირველი ადგილი დაკარგული იქნება მეც ვფიქრობ რომ მოდით ჯერ ვარკივიოთ მეტ ნაკლებად ჩვენი დონის გუნდებთან საქმე რაც ჯერ ჯერობით კარგად მიდის და მერე იმ ზედა ჯგუფებშიც უფრო გამოცდილი მივალთ იმიტო რომ ჯერ ჩევნ არც კოსოვოზე არც მაკედონიაზე არც ბელორუსზე ინდივიდულიზმის თუ არ ჩავთვლით არაფრით ვარ ძლიერები კი არა მომენტებში ჩამოუვარდებით კიდეც ფიზიკაში ასე რომ ეს ჩემი აზრია .
კაპიტანი
13 ოქტომბერი 2020 10:48
7
დაცვაში კვერკველია ტაბიძე და დვალი უნდა დააყენოს,(ეს სამეული სომხეთს დაცვის ხაზს არ გააკარებდა) მარჯვენა ფლანგზე ალბათ მაინც მალის უნდა მისცეს კიდე ერთი შანსი, ცუდი ბიჭი არაა, თან ჯიღაურს ნამდვილად აჯობებს, შეტევაშიც კარგად ერთვება და თუ შენგელიას დააყენებს გარკვეულ მომენტებში დაეხმარება დაცვაშიც. კიტეიშვილი საყრდენ ზონაში ძალიან პროდუქტიულია, ართმევებზე ძალიან კარგია, ბურთს კარგად იჭერს და თან კარგად ამოაქვს კვეკვესთან ერთად ბურთს მოანატრებენ მეტოქეს. მე თუ მკითხავთ კიტე ახალი კანკავა გვეზრდება უფრო განვითარებული უნარებით. მათ წინ ყაზაიშვილი, ფლანგებზე შენგელია კვარაცხელია დააყენოს და ნახეთ მაკედონიის თრევაი საკვირველი, ფორვარდად ოქრი. მოძრავი და ბურთის კონტროლზე ორიენტირებული გუნდი გვყავს და ისევე როგორც თბილისში(სულ ორჯერ დაგვირტყეს კარში) იქაც ვერ შეგვიქმნიან ბევრ მომენტს.
Dima
13 ოქტომბერი 2020 08:48
3
მე არ ვიცი შენ რა მოწიე ამ დილაადრიან, მაგრამ კოტეტიშვილი მართლა მაგარია ძმაო)))
კოტეტიშვილი
13 ოქტომბერი 2020 08:41
1
ჩვენი ხვიჩაა რონალდინიოზე ბევრად უკეთქსი!!! ხვიჩა, ათრიე ეგ საწყლები და თანაც ისე, რომ ბურთის ფორმა დაავიწყდეთ სამუდამოდ!))))))))))))
ხვიჩა მეფეა!!!!
13 ოქტომბერი 2020 08:29
3
კოტეტიშვილი რომელი, ვახუშტი ძმაო?))) ჩვენი გენადი ზამენაშია?)))))))))))))))
ცოტნე-ს
13 ოქტომბერი 2020 06:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული