ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ანგელოვსკი: საქართველოსთან ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადებით და არა ერთი თვის შემდგომისთვის

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში დაგეგმილ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. თუმცა, მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ხვალ იმ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ფინალში უნდა შევხვდეთ. დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

პირველად გვიწევს 7 დღეში 3 მატჩის ჩატარება. ამათგან პირველი უმნიშვნელოვანესი იყო (კოსოვოსთან - რედ.). მჭიდრო კალენდარი ესპანეთმა და იტალიამ გააკრიტიკეს და წარმოიდგინეთ ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მდგომარეობა.
შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს.

თამაში გავაანალიზეთ და შემდეგ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის ვემზადებით და არა იმ შეხვედრისთვის, რომელიც ამავე მეტოქესთან ერთი თვის შემდეგ გვიწევს. პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად გამარჯვება გვჭირდება".

ასევე დაგაინტერესებთ