საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
ვაისზე ვინც თქვას მაგარიაო ის იყოს ვაისი...
ზაზა
15 ოქტომბერი 2020 00:49
25
მაგარი არაა, უმაგრესია!!!
ბბ
15 ოქტომბერი 2020 09:54
3
უბრალოდ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე კვარაცხელია ყალიბდება მსოფლიო დონის ფეხბურთელად
მგელი
15 ოქტომბერი 2020 00:48
2
ყაზაიშვილი არ არის ბურთის ღორი გაეკეთებია ლობჟანიძიზა პასი ორითნოლი იქნებოდა. მერამდენედ აკეთებს ასე?
ილია
15 ოქტომბერი 2020 00:47
6
ეს გენიოსების კრებული თავიანთი უჭკვიანესი მწყემსით 12-შიც რაღაცას მოიგონებენ რატომღაც მგონია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
დინამოელი
15 ოქტომბერი 2020 00:47
31
ევროპაზე რომც გავიდეთ ესენი ისეთი უნამუსოები არიან იმაზე დაუწყებენ ნაკრებს და მწვრთნელს გინებას ერთი თამაში მაინც როგორ ვერ მოიგეთო. არადა ასეთი ფიზიკური კონდიციების და უცენტრფორვარდო(გინდ ყოფილა გინდ არა) ნაკრებით რამდენადაც შეუძლია მაქსიმალურს წურავს მწვრთნელი.
mmm
15 ოქტომბერი 2020 01:34
7
რატომ ხართ ესეთი შეუგნებელი ძალათ პატრიოტები ზოგიერთი, საქართველოს ნაკრებზეა საუბარი რომელიც ერთ ნაბიჯშია ევროპაზე გასვლასთან და "ჩემ ფეხბეს მოიგებენ", "აგერ ნახავთ თუ მოიგონ", "აზრზე არ არიან", არა ბიჭო შენ ხარ აზრზე. აზრზეც არიან და ძალიან მაგარი ბიჭებიც არიან და ევროპაზეც ვითამაშებთ, თქვენნაირი მოღალატეების ჯინაზე,მაგრამ სამწუხარო ისაა,როდესაც ევროპაზე გავალთ, გამოხტებით და ჩვენზე მეტი გულშემატკივარი გახდებით.ტეხავს,მაგრად ტეხავს
საქართველო
15 ოქტომბერი 2020 01:17
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული