ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
ერთადერთი ვინც სახიფათო ყავს მაკედონიას პანდევია, არაა გამორიცხული თავისი გამოცდილებით რაღაც არასასიამოვნო გააკეთოს, ამიტომ კანკავამ ფეხი არ უნდა გაანძრევინოს მთელი თამაში, თან ხვიჩამ,ჩაკვეტაძემ და ყველა შემტევმა ცხოვრების თამაში უნდა ჩაატარონ.
ინტუიცია
04:29 15-10-2020
2
ან წადი, ან მწვრთნელობა ისწავლე.
1) როცა ვიგებთ, ერთდროულად 2-3 ფეხბურთელი არ უნდა შეცვალო, ეს მაშინ ხდება, როცა გოლია გასატანი.
2) 1-0 შენარჩუნებაზე ფიქრი ფსიქოლოგიას აფუჭებს.
3) შენგელია დააყენე მარჯვნივ.
4) ზოგიერთ ფეხბურთელს უთხარი, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, ნუ ათრევს ბურთს.
5) მადლობა ღმერთს, შეცვლების გაკეთებას აღარ აგვიანებ.
6) სიმშვიდე კარგი თვისება გაქვს, მაგრამ ზოგჯერ იაქტიურე!
რაგბის ფანი
02:11 15-10-2020
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული