ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩრდილომაკედონიელი მწვრთნელი: თბილისში ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოგვიწევს გავლა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი და თავიანთი გუნდის შანსები სკოპიეს "ვარდარის" მწვრთნელმა ალეკსანდარ ვასოსკიმ შეაფასა.

"სამწუხაროდ, წინა მატჩებისგან განსხვავებით, სურვილის მიუხედავად, მეტოქის კართან ვერაფერი შევქმენით. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, კოსოვოსთან შეხვედრის შემდეგ ფიზიკური გადაღლილობა იყო და ემოციურადაც გადავიწვით. აგრეთვე, ბადრი, ელმასი და სპიროვსკი დაგვაკლდნენ.

მათთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს უკეთ გავუმკლავდებით. ნიკოლოვმა აბსოლუტურად სწორად ითამაშა, ცდილობდა, იბრძოდა, მაგრამ დაიღალა. შეტევაში უკეთ თამაში გვმართებს. მეკარეს ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. იმ მომენტში დავრჩით რიცხობრივ უმცირესობაში, როდესაც
უპირატესობას ვფლობდით.

მიუხედავად ამისა, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, რითაც ადრე არ გამოვირჩეოდით. თამაშმა აჩვენა, რომ საქართველო ადვილი მოწინააღმდეგე არ არის, პირიქითაც შეიძლება ითქვას. თბილისში ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოგვიწევს გავლა, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და არც ერთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

რაც დღეს ვნახე, ძალიან დიდი შანსი გვაქვს. გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამისათვის ყველა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი, ეს მაკედონია პანდევითა და ყველა მოთამაშითა და მწვრთნელ ანგელოვსკით, 12 ნოემბერს გაიმარჯვებს. ამ სიხარულს ჩვენ სამი ათეული წელია ველით", - განუცხადა ვასოსკიმ "სპორტმედიას".

ასევე დაგაინტერესებთ