ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოთარ კაკაბაძე: ჩრდ. მაკედონიასთან მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ბელარუსთან მატჩში ტრავმა მიიღო და სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშა. ამასთან დაკავშირებით მან თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვა ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია.

ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ. მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე".

ასევე დაგაინტერესებთ