ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კარგი ამბავი - ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა!

AutoSharing Option
business-gazeta "კრასნოდართან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

"რუბინი" ხვიჩას გარეშე სულ სხვა გუნდია

"რუბინის" მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში პირველად არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ქართველი ნაკრებიდან კოჭ-წვივის მცირე დაზიანებით ჩამოვიდა და ლეონიდ სლუცკიმ გადაწყვიტა თამაშის ბოლოსთვის შემოენახა.

მისი ადგილი სოლტმურად ბაკაევმა დაიკავა, რომელიც სხვა შეხვედრებში შეცვლაზე შედიოდა. მან ხვიჩას სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოახერხა და "რუბინს" იმაზე უფრო უჭირდა შეტევაში მომენტების შექმნა, ვიდრე ამას ქართველთან ერთად ახერხებდა.

ხვიჩას შეცვლაზე შესვლამ უკვე ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა თამაშზე. მან
ორჯერ სცადა დრიბლინგის განხორციელება, საჯარიმოს მიუახლოვდა, თუმცა თავი ბურთის დაკარგვებითა და არაზუსტი გადაცემებით დაგვამახსოვრა. კვარაცხელია აშკარად არ იყო ფიზიკურად მზად და შეცვლა ითხოვა. იმდენად რამდენადაც ერთი კვირის შემდეგ "რუბინს" მძიმე გასვლა აქვს "ზენიტთან", სლუცკიმ არ გარისკა და ქართველი თამაშიდან მოხსნა".

სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა და ნაკრებში მყოფი კიდევ ორი ლეგიონერი მხოლოდ წინა დღით კრასნოდარში ნახა, ისინი მოუმზადებლები იყვნენ და ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა.

ასევე დაგაინტერესებთ