ჩრდილომაკედონიელთა ნახევარმცველი: საქართველოს არ ჰყავს კოსოვოს დონის ფეხბურთელები

AutoSharing Option
12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ "სპორტმედიასთან" კომენტარი მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გააკეთა, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.

"მე ალბანელი ვარ, მაგრამ მაკედონიის ნაკრებისთვის მუდამ მაქსიმალურად ვიხარჯები. შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთან აქამდე არავის გაუკეთებია და ისტორია დავწეროთ. კოსოვოსთან მატჩი განსაკუთრებული იყო. ჩემ მიმართ იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები.

არა მგონია, რომ ეიფორიაში ჩავვარდით. ჩვენ ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას გვესმის. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც კოსოვოსთან, სხვა უფლება არა გვაქვს. საქართველოს არა
ჰყავს კოსოვოს დონის ფეხბურთელები. წინ 90-წუთიანი ბრძოლა გველის. ამოცანა უნდა შევასრულოთ და ევრო 2020-ზე გასვლა რეალობად ვაქციოთ".

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამას სამშობლო აქვს არეული და გასაკვირი არაა, სხვა რამეებიც აერიოს. ყველაზე მაგარი პასუხი ამათთვის როჟის ახევა იქნება (სახეს არ ვამბობ, ზედმეტია ამისთვის) და დატოვება მშრალზე, რისი დიდი იმედი მაქვს.
გიო
03 ნოემბერი 2020 12:32
0
jer kosovo naxe ra saxelmwifoa da mere misi fexburtelebi.
lapsha068
31 ოქტომბერი 2020 19:34
1
ეს ჯანმრთელად ხოა ბოლო თამაშში პენალტი აჩუქა მსაჯმა და ფრე ეგრე დაამთავრეს :დდ ნეტა ჩვენი ნაკრებო ოპტიმალური ფორმაციით იყოს და მერე ვნახავთ ვინ როგორი დონის გუნდია
Nick
31 ოქტომბერი 2020 19:03
0
ეს სირი ალბანელია და კოსოვოც ალბანელების ანკლავია. ასე იტყოდა რა გიკვირთ? ასე არ ფიქრობს, რათქმაუნდა
ნიკა
31 ოქტომბერი 2020 16:45
0
აუუუ, ერთი ეგ საქართველოს ნაკრები გადაგივლ-გადმოგივლიდეთ კარგად რა და მერე ხომ აღარ ამოიღებთ ხმას!!!!
buba
31 ოქტომბერი 2020 13:59
0
ამათ ჰგონიათ, რომ მესამედაც გაუმართლებთ კიდევ პენალტს აჩუქებენ და ა.შ.
დავით 67
31 ოქტომბერი 2020 12:49
0
მე ვფიქრობ მოთამაშეების ტალანტის მხრივ გვაქვს უპირატესობა, აი გამოცდილებით შესაძლოა უკეთეს პოზიციაზე იყოს მაკედონია, ეს გამოჩნდა კიდეც როცა 10 კაცით შეძლეს ორჯერ გათანაბრება.
აქ მთავარია მწვრტნელის ფაქტორი, ვაისამ უნდა შეზლოს სწორი ძირითადის გაყვანა, მართებული ტაქტიკა და იმ უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენება რაც ჩვენს მოთამაშეებს აქვთ.
მინუსი ბევრია, კაშია, რომელიც ითვლება ვაისას ფორმაციის ნაკრების მთავარ ძალად - თამაშობს უმდაბლეს ლიგაში, იქაც ვერ ხვდება ძირითადში და საუკეთესო წელბი ჩავლილი აქვს.
კვიპროსის ლეგიონი, ასევე დაბალი დონის გუნდის მოთამაშეები და რატომღაც ესენიც მაგსი ძირითადად ითველბიან.
მოკლედ მთავარი იმედი - კაკაბაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, შენგელია, დვალი, ტაბიძე. ტუ ამ მოთამაშეების შესაძლებლობას გამოიყენებს ვაისა მაშინ მოვიგებთ.
las
31 ოქტომბერი 2020 12:26
3
ორივე თამაში გაჩუქეთ ქულები და იტყვით აწი, რო გვჯობნით. ორივე უნდა მოგვეგო განსაკუთრებით მეორე, მაგრამ არაუშავს მესამედ ვერ გადაგვირჩებით
გოგა
31 ოქტომბერი 2020 11:54
0
ძალიან კარგი იქნება თუ მაყურებელს დაუშვებენ, ჩვენ კი მეგობრებო თავდაბლად მოვიქცეთ, მოედანზე ვანახოთ თამაში და ევროპის საგზური მოვიპოვოთ.
x.x
31 ოქტომბერი 2020 10:49
0
ჩვენ კი მოვიქცევით თავმდაბლად, მთავრობა როგორ მოგვექცევა, ისაა საქმე. თუმცა ახლა არჩევნებისთვის მგონი მთლიანად შეავსებენ სტადიონს :))))))))))
გიო
03 ნოემბერი 2020 12:53
0
მართალია ბურთი მრგვალია, მაგრამ ამან არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ბურთს სიმრგვალე, დაღმართში გორვის დროს ეხმარება, მოედანზე კი მიზნის მისაღწევად სწორდ და ძლიერად დარტყმა უნდა.
ჟორა
31 ოქტომბერი 2020 10:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული