ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩაკვეტაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ბელგიურ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა.

სახელდობრ, nieuwsblad-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველს მუხლზე ართროსკოპია (ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის) ჩაუტარდა და ნაწიბუროვანი ქსოვილი მოაშორეს. მან რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა დიდი ალბათობით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩისათვის მზად არ იქნება.

ტრავმის რეციდივის მიზეზად მედიკოსები ჩაკვეტაძის "გენტში" "ბეერსხოტთან" ჩატარებულ შეხვედრას ასახელებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.

altლონდონური გამოცემა: "ჩაკვეტაძე "ტოტენჰემისთვის"

იდეალური ვარიანტია"